პირადი კონსიერჟი - ფუფუნება, რომლითაც საქართველოში ძირითადად უცხოელები სარგებლობენ

პირადი კონსიერჟი - ფუფუნება, რომლითაც საქართველოში ძირითადად უცხოელები სარგებლობენ

person access_time2016-07-17 14:15:56

პირადი კონსიერჟის მომსახურებით საქართველოში ძირითადად უცხოელები სარგებლობენ. კონსიერჟის სერვისი საქმიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც შეზღუდული დროის რესურსი აქვთ და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვისთვის დრო არ რჩებათ. პირადმა კონსიერჟმა, შესაძლოა, კლიენტის მაგივრად დაჯავშნოს მაგიდა რესტორანში, შეუკვეთოს ბილეთები, საჩუქრები, დაგეგმოს მოგზაურობა, მოაწყოს წვეულება. მისივე საქმიანობაში შედის ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვა, ბიზნეს და შვებულების მოგზაურობის დაგეგმვა და ა.შ.

 

ასეთი ტიპის სერვისი საქართველოსთვის ახალი ხილია და ჯერ არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსგავს მომსახურებას ქართველ და უცხოელ მომხმარებელს კომპანია Concierge Tbilisi-ი სთავაზობს.


გთავაზობთ ინტერვიუს Concierge Tbilisi-ის დამფუძნებელ ლიზი ხაბაზაშვილთან:

 

–   როდის ჩამოყალიბდა კომპანია Concierge Tbilisi და რა მომსახურებას სთავაზობთ კლიენტებს?

 

– „კონსიერჟ თბილისი“ დაარსდა 2014 წელს, მაგრამ აქტიურად ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2015 წლიდან, რადგან თავდაპირველად ალბათ ბუნებრივიც არის, რომ უცხოელი სტუმრების მომსახურებაზე ვიყავით ორიენტირებული, სანამ ქართული საზოგადოება ზოგადად გაეცნობოდა კონსიერჟის კონცეფციას და იმ სარგებელს, რისი ნახვაც შეეძლოთ კომპანიის სერვისის გამოყენების შედეგად.


კონსიერჟი არის ადამიანი, რომელიც თავს გაგრძნობინებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად და ნებისმიერ გიჟურ იდეას რეალობად აქცევს. განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ევროპაში კონსიერჟსერვისი საქმიანი ადამინების ქაოტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მის მომსახურებას მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად არ იყენებენ. კონსიერჟი, ასევე ასოცირდება ფუფუნებასთან და ცხოვრების სტილის მართვათან, რაც გულისხმობს საოცნებო ადგილების სტუმრობასა და წვდომას თქვენთვის სასურველ ღონისძიებებზე. 


- თუ გაიხსენებდით ყველაზე საინტერესო დაკვეთას, რომლის შესრულებაც მოგიწიათ?


- რამდენჯერმე რომანტიკული სადილი მოვაწყვეთ ბუნებაში, ასეთი შემთხვევა იყო ყაზბეგში, მესტიაში - ცარიელ სივრცეში აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ მივიტანეთ ადგილზე და ორგანიზება გავუკეთეთ.

 

შეგვიძლია ყველანაირი სურვილი შევასრულოთ, რაც მომხმარებელს აზრად მოუვა, თუ, რა თქმა უნდა, ეთიკის ნორმებს არ სცდება.


-   რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით წასვლა? თბილისში თქვენს გარდა თუ არის სხვა კომპანია, რომელიც მსგავსი ტიპის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს?


– კონსიერჟ მომსახურების სააგენტოს დაარსების იდეა დაიბადა საზღვარგარეთ მოგზაურობისას საკონსიერჟო მომსახურების გამოყენების შედეგად. გარდა იმისა, რომ არასოდეს არ მაქვს დრო დამოუკიდებლად დავგეგმო ჩემი მოგზაურობა, ასევე კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ და ყოველდღიური საზრუნავის თავიდან აცილების შესაძლებლობა ჩემთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ამასთან ყოველთვის საიმედოა, როდესაც გეგულება ადამიანი, რომელიც აგაცილებს სტრესს, მოგაწოდებს კომპეტენტურ ინფორმაციას შენთვის სასურველ საკითხზე ეს საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის ძვირფასი დრო  გაატაროთ ოჯახისა და მეგობრების წრეში ან უბრალოდ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ სურვილებს. 


კონსიერჟ თბილისში თავი მოიყარა მაღალკვალიფიციურმა გუნდმა და შეიქმნა მრავალპროფილიანი სააგენტო, რომელიც აკმაყოფილებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს. ჩვენი ცოდნა ვრცელდება ისეთ სფეროებზე როგორიცაა ტურიზმი, ინვესტორთან ურთიერთობა, ღონისძებების მართვა, მარკეტინკი, პიარი და საერთაშორისო და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა.


 

ტურისტული მიმართულებით შესაძლოა არსებობს მსგავსი მომსახურება სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში, თუმცა, არა ასეთი ინდივიდუალური, პერსონიფიცირებული და კლიენტის სურვილებზე მორგებული პროფილით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „კონსიერჟ თბილისი“ არის ერთადერთი ბუტიკური ტიპის კონსიერჟ მომსახურების სააგენტო საქართველოს ბაზარზე, ვინც კლასიკური ტიპის, დახვეწილ საკონსიერჟო მომსახურებას სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს.   


-  რას გულისხმობს VIP მომსახურება?


– კონსიერჟ თბილისი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, გამორჩეულ მიდგომასა და მრავალფეროვან მომსახურებას. ჩვენი სააგენტო მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:


ცხოვრების სტილის მართვა და პირადი კონსიერჟი: აღნიშნული გულისხმობს მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ და ამავდროულად  ხელმისაწვდომ ფუფუნებას, პირადი კონსიერჟის მომსახურებას. კონსიერჟი დაგიჯავშნით მაგიდას რესტორანში, გამოგიძახებთ ტაქსს, თქვენს მაგივრად შეუკვეთავს ბილეთებს, საჩუქრებს და ყვავილებს, დაგიგეგმავთ მოგზაურობას, მოგიწყობთ წვეულებას, დაგეხმარებათ შოპინგის პროცესში, მოგიგვარებთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს.


VIP ტურისტული მომსახურება: ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვა, ბიზნესის რეგისტრაციის კონსულტაცია, ბიზნეს და შვებულების მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენები, რეგისტრაცია, წინასწარი რეგისტრაცია, აეროპორტში ვიპის უზრუნველყოფა, აეროპორტში ტრანსფერით უზრუნველყოფა).


კორპორატიული მომსახურება: ექსკლუზიური კორპორატიული ღონისძიებები, გასვლითი ტურები, ორგანიზაციებში გუნდურობის გამყარებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები, ბიზნეს ფორუმები და კონფერენციები, ექსკლუზიური პროდუქტების პრეზენტაციები და ბაზარძე ჩაშვების აღსანიშნავი ღონისძიებები, ბიზნეს და დასასვენებელი ტურები, დაბადების დღის წვეულებები და იუბილეები ან ნებიესმიერი განსაკუთრებული ღონისძიება, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ და გსურთ, რომ ჩვენ დაგიგეგმოთ

 

– რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მომსახურება? ვინ არის თქვენი ძირითადი მოხმარებელი? ძირითადად უცხოელებს მსაპინძლობთ თუ გყავთ ქართველი დამკვეთები?

 

– ზოგადად საკონსიერჟო მომსახურების მომხმარებელი არის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოება. ჩვენი მომხმარებლები გამოირჩევიან მაღალი მოთხოვნებითა და დახვეწილი გემოვნებით, შესაბამისად დიდი გამოწვევაა სააგენტოსათვის ყოველთვის კმაყოფილი იყოს მისი კლიენტი.


ტურისტულ მიმართულებას როდესაც განვიხილავთ, აქ 90% არიან უცხოელი დამსვენებლები და ასევე ბიზნეს დელეგაციები. რაც შეეხება პირადი კონსიერჟის მომსახურებას, თითქმის ანალოგიური სურათია, რადგან ქართველი მომხმარებლისათვის ეს იმდენად ახალია, რომ ჯერ კიდევ სჭირდება ცნობადობის ამაღლება და ზოგადად ცხოვრების წესში ახალი მიმართულების დამკვიდრება, რისი განხორციელებაც ჩვენი 2016 წლის სტრატეგიის ნაწილია.


კონსიერჟ თბილისის მიერ გაწეული მომსახურებიდან ქართულ კორპორატიულ სეგმენტში ყველაზე მეტად მაინც ღონისძიებების მართვის მიმართულება არის დამკვიდრებული.

 

-  მინიმალური და მაქსიმალური ფასები როგორია?

 

– როგორც უკვე აღვნიშნე, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებია ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ფასებიც შესაბამისია, მაგრამ არ უნდა გეგონოთ, რომ რადგან კონსიერჟ თბილისი დახვეწილ მომსახურებას გთავაზობთ, არ ვართ კონკურენტუნარიანი.


პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ქართული ბაზრისთვის ინოვაციური მომსახურების გარდა დავნერგეთ განფასების ინოვაციური მიდგომა და რეალურად ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ფუფუნებას.


გვაქვს როგორც ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ისე ზოგადი საწევრო პაკეტები და უკვე კლიენტთან მოლაპარაკებების შედეგად ხდება მისთვის მისაღები ფასის დადგენა, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსიერჟო მომსახურება საკმაოდ სპეციფიურია.

 

- რომელი მომსახურებაა ყველაზე მოთხოვნადი?


– ახლა ზაფხულია და მოგეხსენებათ საქართველო ყოველ წელს იზიდავს უამრავ დამსვენებელს, შესაბამისად, ჩვენი ტურისტული მომსახურება ძალიან პოპულარულია, მაგრამ ასევე არის ღონისძიებებიც, ბუტიკური ტიპის დაბადების დღეები, კორპორატიული ღონისძიებები (მათ შორის team building) და სხვა.

 

-  სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


– ჩვენი მთავარი მიზანია უკეთესად გაგვიცნოს ქართველმა მომხმარებელმა და დავნერგოთ საკონსიერჟო მომსახურება. სამიზნე აუდიტორია არის როგორც ინდივიდები, ისე კორპორატიული სეგმენტი, ვისაც რეალურად ძალიან სჭირდება კონსიერჟის დახმარება.


ასევე 2017 წლის სტრატეგიის ნაწილია მომსახურებათა გლობალური დაფარვის განვითარება. ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს მაშტაბით ანალოგიურ საკონსიერჟო სააგენტოებთან და ვცდილობთ საუკეთესო პირობები მოვიპოვოთ ჩვენი კლიენტებისთვის.

 

 

 




ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up