„ჩემთვის სულერთია შიმშილით და დამცირებით მოვკვდებით თუ  კორონავირუსით“ - ტურისტული კომპანია BTL Georgia

„ჩემთვის სულერთია შიმშილით და დამცირებით მოვკვდებით თუ კორონავირუსით“ - ტურისტული კომპანია BTL Georgia

access_time2021-02-04 16:50:22

„ისეთი  პატარა  ქვეყნისთვის  როგორიც საქართველოა შიდა ტურიზმი გაუმართლებელია,  რადგან შიდა ტურიზმი ნიშნავს  მხოლოდ  იმას, რომ  ისევ  საქართველოს  მოქალაქე ოჯახთან  ერთად რომელიმე რეგიონში წავიდეს და სასტუმრო იმის მიხედვით  შეარჩიოს  თუ  რა  შესაძლებლობა  აქვს. ტურიზმის  სფეროში დასაქმებულ  ადამიანს შიდა ტურიზმი არაფერში  წაადგება“ — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტურისტული კომპანია  BTL Georgia -ს დამფუძნებელმა  მაია  ბიბილაურმა განაცხადა. 


მაია ბიბილაურმა საქართველოში  ტურიზმის მდგომარეობაზე,  ბიზნეს სექტორის მოთხოვნებზე  ისაუბრა  და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. 


„ყველაზე  ნაკლები  ყურადღება ტურისტულ კომპანიებს მიექცა, რატომღაც  მგონია  რომ  საქრთველოში ტურიზმის და ტურისტული კომპანიების მნიშვნელობა  ცუდად არის გააზრებული. ნებისმიერ სასტუმროს, რომ ჰკითხოთ საიდან მოდის სტუმარი, გეტვით  რომ მათთან სტუმარი  ტურისტულ კომპანიებს  მიჰყავს. ჩვენ ვართ ის  კვანძი, რომელიც ანაწილებს ბიზნესებს, ჩვენ სხვადასხვა მომიჯნავე  ბიზნესისთვის მიგვაქვს  ბიზნესი, ჩვენ  ვასაქმებთ სატრანსპორტო კომპანიებს, სასტუმროებს,  ავიაკომპანიებს, მარკეტინგულ კომპანიებს, მეღვინეებს, ამ  ჯაჭვში ჩვენი როლი ძალიან დიდია და ერთი  წელია  ტურისტული კომპანიები და ჩვენი თანამშრომლები დავიწყებულები ვართ“ -  აღნიშნა მაია  ბიბილაურმა.


მაია ბიბლაურმა მთავრობის მიერ  გადადგმული ნაბიჯები  10 ბალიანი სისტემიდან 2-ით შეაფასა და აღნიშნა,რომ ტურიზმის  სფეროში ადამიანების  ჯარია უმუშევარად დარჩენილი. მისივე  განცხადებით, ტურიზმი იმ სფეროს  წარმოაგდენს სადაც ფულის  ყველაზე დიდი ბრუნვაა და   უცხოური ვალუტაც ქვეყანაში ტურიზმიდან  შემოდის.


„ჩვენ  მთავრობის სხვადასხვა  წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, დავწყოთ იქიდან, რომ  ტურიზმის  ადმინისტრაიას ხელმძღვანელი  არ  ჰყავს,  ჩვენსა და მთავრობას  შორის  შუამავალი  ადმინისტრაცია  უნდა იყოს, რომელმაც მთავრობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და ეს ყველაფერი უნდა აუხსნას და რაღაც ზომები უნდა მივიღოთ.

ვთქვათ  ფრენები აღდგა და ტურისტები ჩამოვიდნენ, რისთვის ჩამოვიდეს ტურისტი, რომ ცხრა  საათზე სასტუმროდან გარეთ  ვეღარ გავიდეს?

თავიდანვე,  ჯერ კიდევ როდესაც მწვანე ზონად ვითვლებოდით , შეხვედრების  დროს  ჩვენ და  ყველა  ჩვენი კოლეგა გავიძახდით, რომ როდესაც მიმოსვლა დაიწყება სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ არანაირი უპირატესობა არ გვაქვს,  მოვუწოდებდით რომ მარკეტინგული ღონისძიებები სასწრაფოდ გაგვეტარებინა, პიარ აქციები დაგვეგეგმა, რომ როცა  საზღვრებს გავხსნით ტურისტებმა უპირატესობა ჩვენ ქვეყანას მიანიჭონ და ჩამოვიდნენ.

გასაგებია, რომ ეს კორონა კიდევ  დიდხანს არ დამთავრდება, ხომ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება, ხომ ვერ  დაველოდებით  როდის მოვა 18-ე  ტალღა და ისევ  ასე  ხომ არ ვისხდებით ? პირადად  ჩემთვის  სულერთია  შიმშილით  და დამცირებით  მოვკვდებით  თუ  კორონავირუსით“,  - აღნიშნა მაია ბიბილაურმა. 


ბიბილურის  განცხადებით, ტურისტული კომპანიები სხვადასხვა ასოციაციაში არიან  გაწევრიანებულები და მუდმივად მედიატორის  როლს თამაშობენ და მთავრობისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ.  ბიბილაური განცხადებით, ტურიზმი  ყველაზე აპოლიტიკური  სფეროა  და მას  პოლიტიკურ პროცესებში  ჩართვის  უფლება  არ აქვს. 


„ტურიზმი ძალიან აპოლიტიკური სფეროა და ჩვენ არ გვაქვს  უფლება რომ ვიყოთ პოლიტიკურად მიკერძოებლები, ვსაუბრობ როგორც  შიდა, ასევე  გარე პოლიტიკაზეც. ზოგადად როცა  ვიცით  რომ ჩვენ ქვეყანას რომელიღაც ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს,  ჩვენ  ამ  შემთხვევაშიც არ გვაქვს  უფლება რომ პოლიტიკურები ვიყოთ. ტურიზმის სფეროში ყველაზე  დიდი  არაპროფესიონალიზმი პოლიტიკაში ჩართვაა“, -  განაცხადა მაია  ბიბილაურმა.


თაკო კვაჭანტირაძე 


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up