პილარი ჯგუფი, რომელიც მომხმარებელს ბინის შეძენის პროცესს, კონკრეტულად მასზე მორგებული შეთავაზებით უმარტივებს

პილარი ჯგუფი, რომელიც მომხმარებელს ბინის შეძენის პროცესს, კონკრეტულად მასზე მორგებული შეთავაზებით უმარტივებს

access_time2022-08-03 12:30:08

პილარი - სამშენებლო ჯგუფი, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულად უმარტივებს ბინის შეძენის პროცესს, კონკრეტულად მასზე მორგებული შეთავაზების პრინციპით.



სამშენებლო ინდუსტრიაში 2015 წლიდან გამოჩნდა და მუდმივად მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩეოდა. ამ ეტაპზე ჯამში 3 სრულად დასრულებული პროექტის და 2 მიმდინარე მშენებლობის ავტორია.



„პილარ ჯგუფის გაყიდვების უფროსი მაია შარაშენიძე აცხადებს, რომ კომპანიის პროექტები არის „ეკომეგობრული“ და საკმაოდ გამორჩეულია მათი ფასადი. იმავდროულად კომპანის პირობები მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. 



როგორ ფიქრობთ, კონკურენტებთან მიმართებაში რა არის „პილარ ჯგუფის“ დადებითი მხარე ?



- უპირველესად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ უბნისა და ქალაქის არქიტექტურას, რაც მას ისტორიულად ახასიათებს, ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის გადახდის მოქნილი პირობები.



უპირატესობას ვანიჭებთ დაბალსართულიან მშენებლობებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს ყოველ ჩვენს პროექტს. აქ იგულისხმება საოფისე/კომერციული და საცხოვრებელი სივრცეების ერთობლიობა.




ჩვენი მომხმარებელიც, ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენთან მეგობრობის ჩვენი არქიტექტურაა, რაც პირველივე დანახვისთანავე ხიბლავთ მათ.



ბინის შეძენისას ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს, მასზე მორგებულ გადახდის გრაფიკს.



- განსაკუთრებულად გამორჩეულია ფასადი, რომელსაც „პილარ ჯგუფი“ გვთავაზობს, არის თუ არა ეს თქვენი დადებითი მხარე?



- ჩვენი სახლების ფასადი, ძირითად შემთხვევაში აგურით არის მოპირკეთებული, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ბევრად გამორჩეული, ვიზუალური კუთხით, ვეკუთვნოდეთ არსებულ ადგილს სტილითა და არქიტექტურით და რაც მთავარია გვქონდეს მაღალ ხარისხი.  



„პილარის“ სახლები არის ეკომეგობრული, ვიყენებთ: მაღალი ხარისხის „REHAU”-ს ფირმის  კარ-ფანჯარას, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა პროექტში კონდიციონერის ბლოკებისა და გათბობის ქვაბებისთვის აივანზე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, რაც ფასადის უვნებელი იერსახის და ხარისხის შენარჩუნების პირობაა.


- რატომ თვლით, რომ შეთავაზება რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ მათზე მორგებულია?


- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისთვის შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება. მათთვის ბინის შეძენა არ უნდა იყოს ასოცირებული რთულ პროცესებთან. ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სხვა უამრავ პირობასთან ერთად, ჩვენთან 15 წლიანი განვადება და პირველადი შენატანის გარეშე ბინის შეძენაა შესაძლებელი.



როგორია კომპანიის მომავალი გეგმები?



 ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორ პროექტზე: 


 „პილარ კრწანისი, მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს საბოლოო მოპირკეთების სამუშაოები.



„პილარ ნუცუბიძე“,  მშენებლობა დაწყებულია და დასრულდება 2023 წლის მარტში.


 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up