Phillip Morris-ის ხელმძღვანელი: სიგარეტი ტექნოლოგიური პროდუქტი გახდება

Phillip Morris-ის ხელმძღვანელი: სიგარეტი ტექნოლოგიური პროდუქტი გახდება

person access_time2016-07-17 16:35:56

თამბაქოს მოხმარების რეგულირება მსოფლიო ტრენდად იქცა.

 

აკრძალვები ტრანსპორტსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რეკლამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი და დრო, უნიფიცირებული დიზაინის შეფუთვა და სხვ. – ეს ის ახალი შეზღუდვებია, რომლებსაც მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით აწესებენ.


თუმცა, Philip Morris International-ის გენერალური დირექტორის, ანდრე კალანტზოპულოსის განცხადებით, ეს ყოველივე სიგარეტის ინდუსტრიას არ ვნებს. „სიგარეტების ინდუსტრიის აღსასრულზე ათეულობით წლის წინაც მიდიოდა საუბარი, როდესაც კინოთეატრებში სიგარეტის რეკლამირება აიკრძალა, თუმცა ვარაუდები არ გამართლდა. რეგულირებადი ბაზრის პირობებში მთავარია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება,“ – ამბობს კალანტზოპულოსი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეს 1.1 მილიარდი მწეველია. კალანტზოპულოსის აზრით, დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებით, მომავალი 15 წლის განმავლობაში მწეველების რაოდენობა შენარჩუნდება. მართალია, ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს სიგარეტს, თუმცა მსოფლიოში მოსახლეობის მატების გათვალისწინებით, მწეველების საერთო რაოდენობაში კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

 


კალანტზოპულოსი კომპანიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თქმით, Philip Morris International-ი აქტიურად მუშაობს ისეთი სიგარეტის შექმნაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. „სწორედ ასეთი პროდუქტია ელექტრონული სიგარეტ, iQOS, რომლის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის ორგანიზმში 90-95%-ით ნაკლები მავნე ნივთიერება მოხვდება. ამასთან, ჩვენ iQOS-ის გარდა სხვა არაერთი ინოვაციური პროდუქტი გვაქვს და მჯერა, რომ მომავალში მოთხოვნა ყველა მათგანზე იქნება,“ – აღნიშნა მან. 


Philip Morris International-ის მიზანია, 20 წლის შემდეგ სიგარეტის მომხმარებლები სწორედ ელექტრონულ სისტემაზე გადავიდნენ. თუმცა კალანტზოპულოსს მიაჩნია, რომ დაბალანსებული სამთავრობო რეგულირების გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია:


„ახალი სახის პროდუქტებისათვის დაბალანსებული რეგულირებაა საჭირო, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას, წარმოების სტანდარტებსა და ბაზარზე პროდუქტის  გატანის წესებს შეეხება.“ 

 

ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლების რაოდენობა მზარდია: Philip Morris International-ის ხელმძღვანელს მოჰყავს იაპონიის მაგალითი, სადაც iQOS-მა გაცემული ავანსები გაამართლა. „პირველ კვარტალში iQOS-ის გაყიდვები მხოლოდ ტოკიოში 3,4%-ით არის გაზრდილი, მთლიანად იაპონიაში კი 0.8%-ით. იაპონელების დაახლოებით 60%-მა iQOS-ის გაცნობის შემდეგ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება შეწყვიტა,“ – ამბობს კალანტზოპულოსი. 


კალანტზოპულოსი ასევე შეეხო უნიფიცირებული დიზაინის  კოლოფების საკითხს. როგორც ცნობილია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე სიგარეტები სტანდარტულ კოლოფებში უნდა გაიყიდოს, რომელთა ფართობის 65%–ზეც უნდა იყოს განთავსებული გაფრთხილება მოწევის მავნებლობის შესახებ. კალანტზოპულოსის აზრით, ეს არის თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ-ერთი უკანასკნელი ტენდენცია, თუმცა რამდენად მოქმედებს იგი მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, შეიძინოს თუ არა სიგარეტი, სადავო საკითხია. „ერთადერთი სახელმწიფო, სადაც სიგარეტები უნიფიცირებული დიზაინით იყიდება, ავსტრალიაა, სადაც მწეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნიფიცირებული შეფუთვის შემოღების პარალელურად ავსტრალიაში სიგარეტზე აქციზი 10-12%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია ფასებიც და რთულია იმისი თქმა, რომ მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე უნიფიცირებულმა შეფუთვამ იქონია გავლენა. 


Philip Morris International Inc. არის მსოფლიოში თამბაქოს უდიდესი მწარმოებელი კომპანია. მისმა შემოსავლებმა 2015 წელს $73,9 მილიარდი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი - 7$ მილიარდი. გასულ წელს კომპანიამ 847,3 მილიარდი სიგარეტი გაყიდა. კომპანია ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Marlboro, Parliament, L&M და Chesterfield.



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up