Phillip Morris International  სიგარეტის წარმოების შეწყვეტას გეგმავს - როგორ აისახება კომპანიის სტრატეგიის შეცვლა ქართულ ბაზარზე

Phillip Morris International სიგარეტის წარმოების შეწყვეტას გეგმავს - როგორ აისახება კომპანიის სტრატეგიის შეცვლა ქართულ ბაზარზე

access_time2019-01-11 16:00:18

თამბაქოს მწარმოებელი გიგანტი კომპანია, იმედოვნებს, რომ მთლიანად შეწყვეტს სიგარეტის წარმოებას და სხვა სახის პროდუქციის წარმოებაზე გადაერთვება.


ფილიპ მორის ინტერნეშენალმა, რომელიც Marlboro-სა და სხვა დიდი ბრენდების მწარმოებელი მრავალმილიონიანი კომპანიაა, გამოაცხადა, რომ მათ რაღაცას მართლაც დიდის კეთება გადაწყვიტეს და აქცენტს სიგარეტის წარმოებიდან, სიგარეტის ელექტროშემცვლელ პროდუქციაზე გადაიტანენ. მათი ახალი პროდუქტი იქნება IQOS-ი, მოწყობილობა, რომელიც თამბაქოს დაწვის ნაცვლად ათბობს.




კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ახალ პროდუქტს აქვს პოტენციალი შეამციროს სიგარეტის მოწევა 95% -ით. თუმცა კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


„ჩვენ გვაქვს ამბიცია , რაც შეიძლება მალე მწეველებს სიგარეტის უკეთესი ალტერნატივა შევთავაზოთ,“- განუცხადა ფილიპ მორისის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე კალანტცოპოლმა Sky News-ს .



Phillip Morris International საქართველოში თამბაქოს ძირითადი მიმწოდებელია, კომერსანტი დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს სათაო ოფისის გეგმები კომპანიის ქართული წარმომადგენლობის საქმიანობაზე.



როგორც ფილიპ მორის საქართველოში კომერსანტს განუცხადეს, Phillip Morris International-ის გლობალური სტრატეგია ქართულ ბაზარზე გავლენას არ მოახდენს. ამასთან ფილიპ მორისის ახალი პრდუქტი IQOS-ი ქართულ ბაზარზე თამბაქოს კონტროლის კანონის გამო ვერ შემოვა.



„ფილიპ მორისმა თავისი გეგმების შესახებ ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი, თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია და ცხადია რამდენიმე დღეში სიგარეტის წარმოების სრული შეწყვეტა ვერ მოხდება. საქართველოში ფილიპ მორისი აქამდე უკვე არსებულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. კომპანიის ახალი პროდუქტი IQOS-ი, რომელიც ნაკლებად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, საქართველოში რეგულაციების გამო ვერ შემოდის, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს,“-განმარტეს ფილიპ მორის საქართველოში.


როგორც 2018 წლის მარტში , ბრიტანეთის მთავრობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მიერ გამქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, IQOS ნაკლებად საზიანოა სიგარეტთან შედარებით, თუმცა ჯერ არაა დადგენილი ელექტროსიგარეტთან შედარებით მისი მავნებლობის დონე. ანგარიშის მიხედვით, IQOS-სთან დაკავშირებით დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.


Phillip Morris International-ი საკუთარ ვებსაიტზე განმარტავს, რატომ წყვეტს სიგარეტის წამროებას, მას შემდეგ რაც ამ პროდუქტმა ის პლანეტის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად აქცია.


„ჩვენ გვესმის მილიონობით მამაკაცის და ქალის, რომელიც ეწევა, ისინი ნაკლებად საზიანო, მაგრამ დამაკმაყოფილებელი, ალტერნატივას ეძებენ და ჩვენ მათ არჩევანის საშუალებას მივცემთ,“-განმარტავენ კომპანიაში.



ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევს.


მარიამ ტიტვინიძე






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up