აშშ-ს ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია.
წინასწარი კვლევებით, რომელიც დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო საბჭომ ჩაატარა და 44 000 ადამიანი იყო ჩართული აჩვენა, რომ მხოლოდ 94 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემების ანალიზი ამ დრომდე მიმდინარეობს. PFIZER-ში აცხადებენ, რომ კოვიდის წინაღმდეგ დაცვის მაჩვენებელი შეიძლება კვლევის ბოლომდე შეიცვალოს.
ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აღმოჩენას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეგულატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი თანახმა იყვნენ, 50%-ით ეფექტიანი ვაქცინაც კი დაემტკიცებინათ, რომელიც იცავს აცრილთა მხოლოდ ნახევარს. ახალი ვაქცინა, მწარმოებლების თანახმად, 90%-ს დაიცავს, რაც დღესდღეისობით, საუკეთესო მაჩვენებელია.
Pfizer-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის გვიანი ფაზის კვლევების ყველაზე დადებითი შედეგები გამოაქვეყნა.
Independent.co.uk