ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა COVID-19-ით კვლავ დაინფიცირდა.
ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კოვიდზე დადებითი ტესტი მივიღე. თავს კარგად ვგრძნობ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს“, - წერს ის.
მისი თქმით, მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ვაქცინის ახალი გამაძლიერებელი მიეღო, რადგანაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ბუსტერის გაკეთება ბოლო ინფიცირებიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგაა შესაძლებელი.
მან აღნიშნა, რომ აგვისტოში მას ასევე ჰქონდა კორონავირუსი.