Pfizer-ის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელმა ამბავმა Netflix-ის, Zoom-ის და Amazon-ის აქციების დაცემა გამოიწვია

Pfizer-ის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელმა ამბავმა Netflix-ის, Zoom-ის და Amazon-ის აქციების დაცემა გამოიწვია

access_time2020-11-10 23:59:58

Netflix-ის, Zoom-ის და პანდემიის პერიოდის სხვა წარმატებული კომპანიების აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის შედეგები გახდა ცნობილი. მონაცემების თანახმად ვაქცინა 90%-ში ეფექტურია. ფარმაცევტული კომპანიების წინ წამოწევის და ვაქცინის შესახებ კიდევ უფრო მეტად დამაიმედებელი ახალი ამბის გავრცელებამ, ვიდეო კონფერენციების, ე.წ სტრიმინგ სერვისების და ონლაინ რითეილერების აქციების შემცირება გამოიწვია.

კერძოდ, Zoom-ის აქციები დაეცა 17.37%-ით.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის Slack-ის აქციები 4.66%-ით შემცირდა.

სტრიმინგ-გიგანტი Netflix-ის აქციები ერთ დღეში 8.59%-ით დაეცა.

მედია კონტენტზე წვდომის მოწყობილობების მწარმოებელი Rocu-ს აქციები 12.41%-იან კლებას განიცდის.


Amazon-ის აქციები 5.06%-იან კლებას, Peloton-ის 20.29%-იან, ხოლო ონლაინ სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი კომპანია Teladoc-ის აქციები 13.66%-იან კლებას განიცდიან.

გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ სადეზინფექციო ხელსახოცების მწარმოებელი Clorox-ი, რომელიც პანდემიის გამო ყვაოდა, ახლა აქციების 10.62%-იან კლებას უჩივის.

ინვესტორები უკვე ფიქრობენ, რომ ვაქცინის გამოჩენის პარალელურად, მომხმარებლები ნაკლებ დროს გაატარებენ სახლში, ასევე ნაკლებად ისარგებლებენ ონლაინ შოპინგით, სტრიმინგ სერვისებით და ა.შ. შედეგმაც არ დააყოვნა და მსგავსი მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიების აქციები შემცირდა.

ამის საპირისპიროდ, გაიზარდა თავად ვაქცინაზე მომუშავე კომპანიების აქციები: Pfizer-ის 7.69%-ით, BioNTech-ის 13.91%-ით, Moderna-ს 7.3%-ით, ხოლო Johnson-ის 2.69%-ით. თუმცა, მათ გარდა ასევე ზრდა განიცადეს კინოთეატრების ქსელურმა კომპანია AMC-მა 51.4%-ით, კონცერტების პრომოუტერმა Live Nation-მა, საკრუიზო კომპანიებმა და ავიაკომპანიებმაც. დასვენების და მოგზაურობის მიმართულებით კი გაიზარდა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Marriott-ი, Hilton-ი და Booking.com.

forbes.ge

თეგები:
ვაქცინა



ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up