Pfizer-ის შემოსავალი გაიზარდა 47%-ით 27,7 მილიარდ დოლარამდე გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის მეორე კვარტლის შემოსავალმა და მოგებამ გადააჭარბა Wall Street-ის მოლოდინებს.
ფარმაცევტულმა კომპანიამ აჩვენა 9,9 მილიარდი დოლარის წმინდა შემოსავალი, რაც 78%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
Covid-ის ვაქცინამ მეორე კვარტალში 8,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა კომპანიას.
Pfizer ელოდება 98-დან 102 მილიარდ აშშ დოლარამდე გაყიდვებს წელს, ხოლო მოგებას თითო აქციაზე შემოსავალს 6,30-დან 6,45 დოლარამდე.
წყარო: cnbc.com