უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ (GBR) ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სახალხო დეპუტატი, პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა,-ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გამოძიების სახელმწიფო ბიურო სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს, რომელშიც მოწმის დაკითხვა აუცილებელია”,-აღნიშნულია განცხადებაში.
პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე 21 იანვარს 10:30 საათზე უნდა გამოცხადდეს, ხოლო 24 იანვარს 11:00 საათზე.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რას უკავშირდება მისი დაბარება.
ბიურო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 139-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, თუ პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე არ გამოცხადდება, შესაძლოა სხვა ზომები იყოს გამოყენებული.
გასული წლის 10 დეკემბერს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს (2014-2019 წწ) წინააღმდეგ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
Ipress