პესიმიზმი, შფოთვა და უძილობა - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ახალგაზრდების აზროვნება

პესიმიზმი, შფოთვა და უძილობა - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ახალგაზრდების აზროვნება

access_time2020-12-05 20:00:02

კორონავირუსის პანდემია ახალგაზრდა თაობას რთულ მდგომარეობაში აყენებს - პირველ რიგში ეს არის მოულოდნელი წინაღობა ზრდასრული ცხოვრების დაწყების გზაზე და დამატებითი სირთულე განათლების მიღებაში და სოციალიზაციაში.

დღეს ევროპელი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღება ძალიან გართულებულია, რადგანაც მარტში ყველა სასწავლებელი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, საუნივერსიტეტო ცხოვრებას კი თავისი უპირატესობები აქვს  - თანატოლებთან ურთიერთობები, შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები,  განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფერო, რომელსაც ეკრანიდან ლექტორის მოსაწყენი ლაპარაკი ვერაფრით შეცვლის.


რეალურ სამყაროში სწავლას ზუმის გაკვეთილებთან შედარებით კიდევ ერთი უპირატესობა აქვს  - სტაჟირება და პრაქტიკები, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში გამორიცხულია.

ამას დასაქმების პრობლემაც ემატება, რომელიც კურსდამთავრებულებსაც აწუხებს.

და ბოლოს - მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებიც ასევე რეალურ, ენერგიით სავსე ცხოვრებას და არა დღის მანძილზე კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.


პირველი კარანტინის დროს ფრანგი სტუდენტების 47% საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა, რაც პანდემიამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. ანალოგიური პროცესები შტატებშიც ხდება, სადაც 30 წლამდე ასაკის სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მშობლებთან ერთად ცხოვრებას უბრუნდება.

ეს პროცესი იმდენად მასობრივია, რომ სექტემბერში ამერიკაში 30 წლამდე ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა - ეს მეტია, ვიდრე დიდი დეპრესიის დროს.

თვითდამკვიდრების გზაზე ახალგაზრდებს სულ უფრო მეტი წინაამღდეგობა ხვდებათ, მათი მორალური სული კი ეცემა.


რამდენიმე კვლევის შედეგების თანახმად, მშობლებთან იძულებითი ცხოვრების პერიოდში ახალგაზრდებში მეტი პესიმიზმი, შფოთვა, და უძილობა გაჩნდა.


.მათ დემოკრატიული იდეალების სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჯერათ - 2016 წელს ეს მაჩვენებელი 50% იყო, დღეს კი 36%. პესიმიზმის სპირალი ამ თაობის დაავადებაა, რადგანაც უფროსების 50%-ს დღემდე სწამს, რომ დემოკრატია კაცობრიობის განვითარების ერთად-ერთი სწორი გზაა.

საფრანგეთში ახალგაზრდები საკარანტინო ზომებს საკმაოდ გაგებით ეკიდებიან. წარმოდგენა, რომ ისინი კანონებს მასობრივად არ ემორჩილებიან და წესებს რეგულარულად არღვევენ, გადაჭარბებულია. პირიქით, ისინი დიდ პასუხისმგებლობას იჩენენ და  საკუთარ თავისუფლებას გაცილებით  უფრო მეტად ზღუდავენ, ვიდრე 30 წელს გაცილებულები.


თუმცა, ბევრი ახალგაზრდა ხანგძლივ ჩაკეტილობას მაინც ვერ უძლებს, გარეთ გადის და ხმაურიან წვეულებებს აწყობს.  ეს სავსებით გასაგები მიდგომაა, ერთი შეხედვით დისონანსური, მაგრამ ამავე დროს ბუნებრივი - „მე ვიცი, რომ თავს უნდა გავუფრთხილდე, მაგრამ ზოგჯერ საპირისპიროდ ვიქცევი“.

ეს არა მხოლოდ პანდემიისგან თავის დაცვას, არამედ სხვა რისკებს - მაგალითად, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით ტარებას, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ეხება.


არაფერი გასაკვირი ამაში არაა - კარანტინის პერიოდში ისევე, როგორც კარანტინის გარეშე, ახალგაზრდები არასდროს იცვლებიან.

 

Slate.fr

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up