პერსონალური დანახარჯების დაგეგმვა

პერსონალური დანახარჯების დაგეგმვა

access_time2016-08-17 12:06:13

თუ თქვენ ხშირად ფინანსური პრობლემების წინაშე დგახართ, ან უბრალოდ გინდათ რომ მომავალში ასეთი რამ არ შეგემთხვეთ, მაშინ Vivus.ge თქვენი პერსონალური ხარჯების დაგეგმას გირჩევთ. უპირველეს ყოვლისა იგი მოგეხმარებათ განასხვავოთ ერთმანეთისგან თქვენი საჭიროებები და სურვილები, დაადგინოთ თუ რაში იხარჯება თქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი და მოულოდნელი ხარჯის შემთხვევაში, მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ სად შეიძლება დაზოგოთ თანხა მოულოდნელი ხარჯის გადასაფარად. ამისათვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

 

1. ცხადია პირველ პუნქტში შეიტანეთ თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გამოიმუშავებთ რაიმე დაბეგვრის შემდეგ, ანუ თქვენი „სუფთა“ სახარჯი თანხა. ამის შემდეგ ერთმანეთისგან უნდა განაცალკევოთ ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადები და სხვა ხარჯები თქვენი პირადი მიზნებისთვის.

 

2. მეორე პუნქტში შეიტანეთ ფიქსირებული ხარჯები. რა თქმა უნდა ყოველი ადამიანისთვის ფიქსირებული ხარჯები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ალბათ ადვილად მიხვდებით თუ რა სახის ხარჯებზეა ლაპარაკი:


ბინის ქირა (თუ თქვენ ქირაობთ ბინას);

კომუნალური გადასახადები;

ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია...


სესხის დაფარვის შესატანი (თუ გაქვთ სესხი);

ავტომობილის მომსახურების ხარჯი და საწვავი;

დაზღვევა;

სწავლა და ა.შ.

ასეთი ტიპის ხარჯები, როგორც წესი თვიდან თვემდე დიდი მიახლოებით ერთი და იგივეა და ადვილი დასაანგარიშებელია.


3. მესამე პუნქტი. თუ გამოიანგარიშებთ სხვაობას პირველ და მეორე პუნქტებს შორის, დაგრჩებათ თქვენი სურვილისამებრ ყოველთვიურად განსაკარგავი თანხის ოდენობა. ეს თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ კვებაზე, გართობაზე, მოგზაურობაზე... 

თუ მესამე პუნქტში თანხა არ გრჩებათ, ან ძალიან ცოტაა და ხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება საკმაოდ უინტერესოა, მაშინ მოგიწევთ სერიოზული დაფიქრება შეიძლება თუ არა მეორე პუნქტში რაიმე დანახარჯის შემცირება. მაგ: გჭირდებათ თუ არა საკაბელო ტელევიზია, თუ კი თქვენ ვერასოდეს გაერთობით მეგობრებთან ერთად. ან გიღირთ თუ არა ავტომობილზე და მის საწვავზე ამდენი ხარჯი, თუ კი უახლოესი 10 წელი ვერ წახვალთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, გირჩევდით, რომ ძალიან შეზღუდულ ჩარჩოებში ცხოვრებას და მუდმივ სტრესს ჯობია იპოვოთ მეორე პუნქტში დაზოგვის საშუალება. ამისთვის დიდი დრო არ უნდა დაგჭირდეთ, სულ რამოდენიმე თვეში გეგმის შესრულების დაწყებიდან, თქვენ ნათლად დაინახავთ, თუ სად მიდის თქვენი შემოსავლის დიდი ნაწილი. ყოველთვის შეეცადეთ თქვენი გეგმის მესამე პუნქტში რაც შეიძლება დიდი თანხა მოხვდეს, რათა თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და ხალისიანი იყოს.

 

არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც სწორედ ამ პუნქტებისაგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაცია მობილურში ჩაწეროთ და ასე თქვენი ხარჯთაღრიცხვის წარმოებას მუდამ შეძლებთ.


გარდა ამისა, პერსონალური დანახარჯების დაგეგმვა დაგეხმარებათ ადვილად მოახდინოთ რეაგირება, თუ კი მოხდება ფასების ცვლილება, ან გაიზრდება თქვენი შემოსავლები, ადვილად შეძლებთ თქვენი გეგმის კორექტირებას.



ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up