პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

access_time2019-12-10 19:30:24

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში.


რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, მასში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების წევრთა 46%-მა განაცხადა, რომ თავს რუსეთს შტატების მოკავშირედ თვლიან. ამ აზრს იზიარებს მხოლოდ 28%-ი, თუმცა, ეს ციფრია 9%-ით მეტია,2018 წლის მონაცემთან შედარებით მაშინ რუსეთს, როგორც მოკავშირეს ამერიკელთა 19% აღიქვამდა.


კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ პოზიტიური შეხედულებები რუსეთზე ძირითადად გაიზარდა რესპუბლიკელებს შორის და ეს ზრდა გამოწვეულია დონალდ ტრამპის დადებითი განცხადებებით რუსეთზე და პუტინზე.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა 71%, ხოლო ჯარისკაცების და ოფიცრების 54% დღესაც თვლის რუსეთს მოწინაამღდეგედ, პრორუსული შეხედულებების ეს მოულოდნელი ზრდა  პენტაგონს აშფოთებს.


„რუსეთი ცდილობს მედია-სივრცის გაჯერებას დეზინფორმაციით იმისთვის, რომ ეჭვები და დაბნეულობა დათესოს - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლა გლისონმა. მისი თქმით, ეს ხდება არა მხოლოდ წინაამღდეგობრივი და წამქეზებლური დიალოგებით, არამედ ყალბი ისტორიებით, რომელთა მიზანია რუსეთისადმი სიმპატიების ზრდა.„პენტაგონი აქტიურად მუშაობს რუსული დეზინფორმაციის გამოვლენაზე და უარყოფაზე, როდესაც ეს შესაძლებელია“ - განაცხადა მან.კვლევა  24-30 ოქტომბერს ჩატარდა, მასში მონაწილეობდა ათასზე მეტი აშშ-ს მოქალაქე.


ზოგადად, აშშ-ს ხელისუფლებას აწუხებს პრორუსული განწყობების ზრდა იმიტომ, რომ ეს არაა პირველი ასეთი შემთხვევა. მაგალითად, 2018 სექტემბერში კვლევითი ცენტრის Pew -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 35% სურს, რომ მათი ქვეყანა უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს რუსეთთან. თუმცა, ეს შეშფოთება არაა გამოწეული მხოლოდ გამოკითხვების შედეგებით.


სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თქმით, რუსეთი ცდილობს მოახდინოს გავლენა ამერიკელი ჯარისკაცების საარჩევნო განწყობებზე  და ამისთვის აქტიურ საინფრომაციო კამპანიას ახორციელებს.მოსკოვის მიზანია არა იმდენად კენჭისყრის შედეგების ცვლილება, არამედ ამერიკელი სამხედროების დეზინფორმირება და მათი მხრიდან რუსეთისადმი მეტი სიმპატიების გაჩენა.


„ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძელდება და ამიტომაც ვუყურებთ ძალიან დიდი ყურადღებით“ - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა თანაშემწემ კიბერპოლიტიკის საკითხებში ედ უილსონმა.ამერიკულ საზოგადოებაზე რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა - საკმაოდ რთული ამოცანაა - ამბობენ ანალიტიკოსები.


მათი თქმით, სირთულეებს იწვევს პოლიტიკური კლიმატი და რიტორიკა, რომელიც ისმის თეთრი სახლიდან. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“ - ამბობს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ხორხე ბენიტესი, რომლის სპეციალიზაციაა ურთიერთობები რუსეთთან. „ახალი კვლევები გვიჩვენებს რუსეთის წინაამღდეგ განწყობილი რესპუბლიკელების აზრის მკვეთრ ცვლილებას. სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი დადებითად უყურებს რუსეთს ტრამპის გამონათქვამების გამო“ - ამბობს ბენიტესი.


სხვა ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთისადმი სიმპატიების ზრდა არის გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი.„ადამიანების აზრები უფრო მეტად იცვლება მათი ლიდერების გამონათქვამების, ვიდრე ისტორიის ან იდეოლოგიური ფაქტორების გამო“ - თვლის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ პილარი.მისი თქმით, ამერიკელების დამოკიდებულების ცვლილება რუსეთისადმი ნაკლებად მოქმედებს ზოგად სიტუაციაზე.


„ბევრი ამერიკელი მზადაა დაუჯეროს ტრამპს, რომ პუტინის რუსეთი კარგია, მაგრამ ამავე დროს უჭერს მხარს თავდაცვითი ხარჯების ზრდას, რომელიც დიდწილად გამოწვეულია რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით“ - თვლის პილარი.


ის ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზეც, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკული სანქციები რუსეთის წინაამღდეგ კვლავ ძალაშია  და არავინ არ აპირებს მათ გაუქმებას ან შერბილებას. აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში, რომელიც 2 წლის წინ განახლდა, სწორედ რუსეთი და ჩინეთია აშშ-ს მთავარი მოწინაამღდეგეები.


რეიგანის ფონდის კვლევამ დაადასტურა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა  ამ მიდგომას იზიარებს .„როდესაც ჩვენ ვკითხეთ მათ, რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს ამერიკისთვის, 28%-მა დაასახელა ჩინეთი, ხოლო 25%-მა -რუსეთი“ - ამბობს რეიგანის ფონდის დირექტორი რეჩელ ჰოფი.


მისი თქმით, ამერიკელების უმრავლესობა ასევე თვლის, რომ ვაშინგტონმა არ უნდა დაუთმოს თავისი საგარეო პოზიციები არავის, მათ შორის არც რუსეთს.


Ekhokavkaza.com

თენგიზ აბლოთია





„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...


მსგავსი სიახლეები

up