პენტაგონი: შავ ზღვაზე ისე ვიმოქმედებთ „როგორც საჭიროდ ჩავთვლით“

პენტაგონი: შავ ზღვაზე ისე ვიმოქმედებთ „როგორც საჭიროდ ჩავთვლით“

access_time2021-11-11 13:00:20

აშშ და ვაშინგტონის მოკავშირეები ნატო-ს ხაზით შავ ზღვაზე ისე იმოქმედებენ, როგორ საჭიროდ ჩათვლიან. ამის შესახებ ოთხშაბათს, 10 ნოემბერს, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.



„ოპერაციებს ვატარებთ ნატოს პარტნიორებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ცალმხრივადაც. თქვენ ეს დაინახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ფრენას და ცურვას საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო სივრცეებში, როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლით“, - განაცხადეს აშშ-ის თავდაცვის უწყებაში. კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ შავ ზღვაში დღესაც იმყოფებიან ამერიკული ხომალდები. 1ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც უნდა დავიცვათ“, - განაცხადა მან.



შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ამერიკული ხომალდი USS Porter 30 ოქტომბერს შევიდა. მას 4 ნოემბერს USS Mount Whitney და მომმარაგებელი გემი USNS John Lenthall შეუერთდნენ. რუსი სამხედროები აკვირდებიან მათ და არ უნდა დაუშვან პროვოკაციები, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.




ვაშინგტონის ქმედებებს მან „მოსინჯვა“ უწოდა, თუ როგორ აქვს მოწყობილი რუსეთს მთელი სისტემა შავიზღვისპირეთსა და ქვეყნის სამხრეთში. „როდესაც შავ ზღვაში შემოდის არა რეგიონული სახელმწიფოს ხომალდი, როდესაც ვიცით, რომ ის აღჭურვილია მაღალი სიზუსტის დიდი სიშორის შეიარაღებით, როდესაც გვესმის, რომ ეს იარაღი მის ბორტზეა და ის სასეირნოდ არ მიდის, ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით მას და გვესმის, რომ ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი პროვოკაცია, როგორც ეს ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებით მოხდა არცთუ დიდი ხნის წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუშვათ ასეთი სცენარები“, - განაცხადა შოიგუმ.



ცნობისთვის, USS Porter  და USS Mount Whitney 8 ნოემბერს ბათუმის აკვატორიაში შევიდნენ, სადაც მათ საზეიმო მიღება მოუწყეს. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up