პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული

პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული

access_time2019-09-19 21:40:34

ქვეყანაში პენსიონერთა ნახევარზე მეტს ლიბერთი ბანკის სესხი აქვს აღებული. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.


„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ეფექტური ჩარევის გზით ხელი შეუწყოს ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც პენსიასთან ერთად დღეს-დღეობით საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა 16% შეადგენს და რომელთა ნახევარზე მეტს თავისი პენსიის დიდი ნაწილის დატოვება ყოველთვიურად ბანკში უწევს საკმაოდ მაღალი საპენსიო სესხის განაკვეთების გამო. ამასთანავე, საგულისხმოა ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში უხილავი ძალადობის პრობლემა, რაც სამწუხაროდ სტატისტიკაშიც ვერ აისახება სრულყოფილად, - ნათქვამია ანგარიშში.


სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ ქვეყანაში პრობლემაა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის საკითხი, უფრო კონკრეტულად კი არ შესრულებულა გასული წლების რეკომენდაცია რომელიც ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების მიმართ პრევენციის მექანიზმების ამოქმედებას გულისხმობს.


ასევე არ ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების სტატისტიკის წარმოება.


წყარო: პრაიმტაიმი





ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს

ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-29 18:00:26
ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ სასტუმროს დამფუნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით,სასტუმრო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება. „აჭარა მწვანე ზონად გამოცხადდა,მაგრამ აქ ჩვენი სასტუმრო ყველაზე მწვანე ზონაა, რადგან ტერიტორია ასეთი შემოღობილი და დაცული მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ეს კი დამსვენებლებისთვის შემთხვევით პირებთან კონტაქტს...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...


მსგავსი სიახლეები

up