პენსიებთან დაკავშირებით მთავრობა ინიციატივას ამზადებს

პენსიებთან დაკავშირებით მთავრობა ინიციატივას ამზადებს

access_time2019-09-19 16:15:12

2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მინისტრის შეფასებით, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩართულია მთელი მთავრობა.


„ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის – გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები; ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თითოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრი განმარტავს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული გაზიფიცირების პროგრამაში.



„ისეთივე ინტენსიური და მაღალი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირება. მოვიცავთ მათ შორის ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებს და ვამზადებთ დამატებით სიას, სადაც გაზიფიცირება განხორციელდება. ასევე, გავაგრძელებთ „აწარმოე საქართველში“ პროგრამის ფარგლებში მცირე და მიკრო მეწარმეების წახალისებას და ეს პროგრამები უფრო ინტენსიურად იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისი თქმით, ასევე გათვალისწინებულია მთისა და სამთო კურორტების განვითარების პროგრამები, რომელთან დაკავშირებითაც დეტალური საუბარი საბიუჯეტო პარამეტრებისა და კონკრეტული სამინისტროების მიხედვით სამუშაო გეგმების შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი.


ამასთან, კითხვაზე, მუშაობს თუ არა მთავრობა ინდექსაციის კანონპროექტზე, რომელიც პენსიების ზრდას ითვალისწინებს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მზადდება პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივაც.


„2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძირითადად აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და, როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, აღნიშნულზე დამატებით მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეცდება, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოიტანოს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.


1tv.ge






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up