პელეს სახელობის სტადიონი შესაძლოა დასავლეთ საქართველოშიც გაჩნდეს. ამის შესახებ განცხადება „გონიოს“ საფეხბურთო კლუბის დამფუძნებელმა დავით დოლიძემ გააკეთა,
„მომავალში გვინდა გონიოში სტადიონი ვიქირაოთ და მას „პელე“ დავარქვათ - ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს პელეს სახელობის მინიმუმ ერთი სტადიონი. თუ არენა გადმოგვეცემა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიფას პრეზიდენტის გონიოში მოწვევას“, - განაცხადა მან.
ახლა „გონიოს“ საფეხბურთო კლუბი ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ლიგაში თამაშობს. მომავალი სეზონისთვის დოლიძის კლუბი ლიგა 3-ში გადასვლას და საქართველოს სუპერთასის მოგებას აპირებს.