პელე Samsung-ისგან 30 მილიონ დოლარს ითხოვს

პელე Samsung-ისგან 30 მილიონ დოლარს ითხოვს

person access_time2016-03-31 14:00:27

Samsung-მა რეკლამაში პელეს მაქსიმალური მსგავსება გამოიყენა, რამაც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის აღშფოთება გამოიწვია. 75 წლის პელეს ცნობილ ბრენდებთან არაერთხელ უმუშავია, თუმცა მას Samsung-თან კონტრაქტი არასოდეს გაუფორმებია. აღსანიშნავია, რომ პელესა და Samsung-ს შორის მოლაპარაკებები 2013 წელს მიმდინარეობდა - პელეს Samsung-ის კამპანიაში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ კონტრაქტის გაფორმებაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა. 


ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, იგივე პელეს კარიერის მანძილზე გატანილი გოლების რაოდენობით გინესის რეკორდი აქვს დამყარებული და ბრაზილიის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. მისი ადვოკატის განცხადებით, Samsung-ის რეკლამა „აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია.“ რეკლამაში ჩანს „მომღიმარი მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს პელეს.“ რეკლამაში ასევე ასახულია ტელევიზორი, რომლის ეკრანზეც ცნობილი დარტყმა, „მაკრატელა“ სრულდება - „რომელსაც პელე ძალიან ხშირად იყენებდა.“


 

მოსარჩელე მხარე Samsung-ისგან $30-ს ითხოვს, რასაც იმით ასაბუთებს, რომ პელეს პოპულარობით კომპანია მატერიალურად სარგებლობს. „ჩვენი მიზანია, მივიღოთ დამსახურებული კომპენსაცია პელეს იდენტობის არაკანონიერი გამოყენებისთვის,“ – განაცხადა CNNMoney-სთან საუბრისას ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატმა, ფრედ სპერლინგმა. Samsung-ს CNNMoney-ს თხოვნის მიუხედავად, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მოგებაში ფრედ სპერლინგი ცნობილ კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს დაეხმარა. ერთ-ერთმა სუპერმარკეტმა მისი სახელი უნებართვოდ გამოიყენა, რისთვისაც სასამართლომ სუპერმარკეტს $8.9 მილიონის გადახდა დააკისრა.



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up