პეკინში საქართველო–ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა

პეკინში საქართველო–ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა

access_time2016-05-16 13:31:31

მიმდინარე წლის 9–13 მაისს პეკინში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი.


საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრისას მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზად არის, მოლაპარაკებები 2016 წლის ბოლომდე დაასრულოს.


მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეებს შორის მოხდა შეთავაზებების გაცვლა საქონლით ვაჭრობის და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საბაჟო პროცედურების, წარმოშობის წესების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილებში.


მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ ერთეულის ჰონგ-კონგის წარმომადგენლები. ჰონგ-კონგის მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიუერთდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საქართველოს დამატებით გაეხსნება 1.4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.


მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მესამე რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაუნდებს შორის თემატური შეხვედრები ჩატარდება.



„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up