ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკვების შემოწმება და კურიერების ტესტირება დაიწყეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მათ, ვინც საკვებს გამოიძახებს, აპლიკაციები უჩვენებენ ინფორმაციას შეფუთვის შემოწმებისა და დეზინფექციის შესახებ. ამასთან, ონლაინ მიიღებენ ინფორმაციას კურიერის ტემპერატურის შესახებ.
სურსათის საბითუმო ბაზარში ახალი კლასტერის წარმოშობის შემდეგ უკვე 20 მილიონი ტესტი ჩაატარეს. აქამდე, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გამოიკვლიეს. ამჯერად კი, ადგილზე მიტანის სერვისების ყველა თანამშრომელს უტარებენ ტესტირებას.
13 ივნისს პეკინის რამდენიმე უბანი ჩაიკეტა. კვლავ დაიხურა ბაზართან ახლოს მდებარე სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და ხელოვნების ეროვნული ცენტრი. სავაჭრო ობიექტში, რომელზეც პეკინში რეალიზებული ბოსტნეულისა და ხორცის 80% მოდის, ათობით თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ეს მას შემდეგ, რაც ქალაქში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
Imedinews