ჩინეთის დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 12,2 მილიარდი იუანს (1,71 მილიარდი დოლარს) გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს ზომები პეკინში 6 ივნისს დაწყებული „მოხმარების სეზონის“ ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული სამომხმარებლო ხარჯების გაზრდაა.
სამომხმარებლო ვაუჩერების გაცემა ინტერნეტით მიმდინარეობს. ვაუჩერების გამოყენება როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში, ასევე ონლაინ-მაღაზიებშია შესაძლებელი. ვაუჩერების გაცემა ოთხ ეტაპად - 3, 13, 20 და 27 ივნისს გაიმართება.
Imedinews