პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

person access_time2017-06-20 16:30:45

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, პროექტზე მუშაობენ სპეციალისტები და დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ მსჯელობა მიდის პეკინზე პარკირებისთვის გამოყოფილი ერთი ზოლის გაუქმებაზე.

 

„სატრანსპორტო საქალაქო სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან აქტიური ჩართულობით, ასევე სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც არიან შემსრულებლები პეკინის რეაბილიტაციის პროცესში, მათთან ერთად შექმნა სატრანსპორტო სქემა, რომელიც იდეალურად მუშაობს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და დაზუსტებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს სქემა იმუშავებდა.

 

ახლა არის დაკვირვების პროცესი - ანუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს. ეს საკითხი, რომ შეიძლება პეკინის ქუჩა ყოფილიყო ცალმხრივი, ამაზე იყო ხოლმე მსჯელობები და სხვადასხვა ვერსიები. ეს შეიძლება განვიხილოთ ერთი თვის შემდეგ, ჩავატაროთ კვლევა, რა შედეგს მივიღებთ, თუ პეკინის ქუჩა იქნება ცალმხრივი. აგვისტოს შუა რიცხებში ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რა შეიძლება, რომ უკეთესი შეიქმნას პეკინი-კოსტავა-შარტავას ქუჩებზე, რომ მეტად კომფორტული გახდეს მოსახლეობისთვის გადაადგილება. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა სააკაძის მოედანი ცალმხრივი, ამაზე წინასწარ საუბარი ძნელია",- განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფრომა მამუკა მუმლაძემ.


 

პეკინის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოძრაობა პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე კოსტავას ქუჩიდან თბილისის მერიამდე, სააკაძის მოედნიდან შარტავას გამზირამდე ცალმხრივი გახდა. ცალმხრივია ასევე მოძრაობა ჟვანიას ქუჩაზე.

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ გაჩნდა აზრი, ხომ არ გახდეს ზემოთ დასახელებული მიმართულებები ცალხმრივი.

 

„რამდენიმე დღემ საზოგადოებრივი აზრი შეაჯამა, ხომ არ გახდეს ეს ქუჩები ცალმხრივი. აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან რეალურად პრაქტიკაში დაინახეს, რომ სამარშრუტო სქემა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ცუდი არ არის", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 

ასევე საუბარი მიდის პარკირების სქემის შეცვლაზეც. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ქუჩიდან გამომდინარე, პეკინზე შესაძლოა ერთი ზოლი გაუქმდეს.

 

„მსჯელობა მიმდინარეობს და დაკვირვების პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, პეკინის ქუჩაზე პარკირებისთვის იყო ორი ზოლი. შესაძლოა, ერთი ზოლი გაუქმდეს, თუმცა ესეც დაკვირვების შედეგია და ამას გვიჩვენებს ექპსერტთა ჯგუფის ანალიზი",- აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

 

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up