მუნიციპალური პავილიონები პეკინის გამზირზე ათ ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

მუნიციპალური პავილიონები პეკინის გამზირზე ათ ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

access_time2020-09-30 12:46:37

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით, პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი ვაკის რაიონში გადაინაცვლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



დედაქალაქის მერის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.



კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.




„თქვენ იცით, რომ პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დაარეგისტრირონ ავტომობილები იმისთვის, რომ პარკირება მათთვის უფასო იყოს. ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძე, ფალიაშვილი და მათი მკვეთი ქუჩები. 20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში და მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით.



ამ პავილიონების გადატანის შემდეგ არ იფიქროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ექნება საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირების შესაძლებლობა. ისინი, შეძლებენ ზუსტი ინფორმაცია შესაბამის ვებგვერდზე მიიღონ და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები. ჩვენი მხრიდან ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ხელი შეგიწყოთ დარეგისტრირებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up