ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ინვესტიციის პირველი ტრანში „პეის ჯგუფმა“ პანდემიის ფონზე მიიღო

ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ინვესტიციის პირველი ტრანში „პეის ჯგუფმა“ პანდემიის ფონზე მიიღო

access_time2020-05-14 19:20:01

„პეის ჯგუფის“ ინფორმაციით, პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.



ახალი ტერმინალი განთავსდება 25ჰა მიწის ფართობზე ნავმისადგომების კედლის საერთო სიგრძით 650 მეტრი. ტერმინალის საერთო ტვირთგამტარიანობაა 2.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი, გენერალური ტვირთი და 100 ათასი TEU (კონტეინერები). აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე რომლის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 11.5 მეტრი წყალჯდომის 50 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას. ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ტალღმჭრელის აშენების შემთხვევაში კი აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 15 მეტრამდე, რის შედეგადაც 14.5 მეტრი წყალჯდომის გემების მიღება იქნება შესაძლებელი.



აღსანიშნავია, რომ პეის ტერმინალი ნაწილობრივ უკვე ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ხორციელდებოდა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის BP-ის “Shah Deniz 2” პროექტის მილების დამუშავება.



მიმდინარე ეტაპზე, ტერმინალზე უკვე წარმოებს სხვადასახვა სახის ტვირთებისა და საზღვაო კონტეინერების მიღება დამუშავება. მათ შორისაა შუა აზიაში წარმოებული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომლის რუსეთისა და ირანის ნაცვლად საქართველოს მიმართულებაზე გადმომისამართება 2017 წლიდან პეის ჯგუფის მიერ თურქმენეთის მთავრობასთან წარმატებული მოლაპარაკებისა და აზერბაიჯანის ალიატის და ჰოვსანის ნავსადგურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.


პეის ტერმინალი ერთადერთია საქართველოში, რომელის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა განახორციელოს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება დამუშავება. აღნიშნული დაფინანსების შედეგად ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდილი ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე პეის ტერმინალის სიმძლავრეები შესაძლებელს გახდის განხორციელდეს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მთელი ქიმიური სასუქების გადატვირთვა. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად პეის ტერმინალზე დღეს არსებული ქიმიური სასუქების წლიური ტვირთგამტარიანობა გაიზრდება 500 ათასი ტონიდან 1,5 მილიონ ტონამდე.




ტერმინალი ასევე მოემსახურება სხვადასხვა სახის მშრალ ნაყარ ტვირთებს და საზღვაო კონტეინერებს. შეიქმნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რაც საშუალებას მოგვცემს განხორციელდეს გაცილებით მეტი სატრანზიტო ტვირთის მოზიდვა და გადმომისამართება ჩვენი სატრასპორტო კორიდორის გავლით.



ამჟამად უკვე დაწყებულია 250 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის, ტალღმჭრელი დამცავი მოლოების და 50 ათას ტონაზე გათვლილი მინერალური სასუქების დახურული სასაწყობო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ტერმინალის მშენებლობის სრულად დამთავრება იგეგმება 2021 წლის გაზაფხულზე. ამ დროისთვის ტერმინალი მიიღებს პირველ გემს.



ტერმინალის მშენებლობას ახორციელებს ორი ქართული საამშენებლო კომპანია უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მშენებლობაზე დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 115 ადამიანს.



პეის ტერმინალის განვითარებას აწარმოებს პეის ჯგუფი რომელიც რეგიონში წარმოადგენს უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას და მის ჯგუფში აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოჯისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. ჯგუფში დასაქმებულია 1000 მეტი ადამიანი, ხოლო ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. პეის ტერმინალის სრულად ამოქმედების შემდეგ, დამატებით დასაქმდება 180 ადამიანი.



პეის ჯგუფის მომავალი განვითარების მთავარი ამოცანაა გაუმჯობესებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საშუალებით არსებული ტვირთების შენარჩუნება და ახალი ტვირთების მოზიდვა.



მსოფლიოში შექმნილი პანდემიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და ჯანდაცვის სფეროში განსაზღვრული მოთხოვნების მკაცრი დაცვით პეის ჯგუფი უწყვეტად ახორციელებს სამუშაოებს და ინარჩუნებს ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებულთა სრულ რაოდენობას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up