„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “

access_time2020-02-27 12:05:22

ფარმაცევტული კომპანიები პირბადეების და ანტისეპტიკური გელების შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ. როგორც „კომერსანტს“  PSP-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები  ერთი თვეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამენ, რომ 2-3 დღეში პირბადეებით ქსელები მომარაგდება.


„ახლა მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს,ყოველდღიურ რეჟიმში მიდის პროცესი.რაც შეეხება ფასს, ბოლო დღემდე ჩვენთან ერთი ცალი პირბადე 15 თეთრი ღირდა და ახლაც 15 თეთრი ღირს, ღირებულება არ შეცვლილა. პირბადეები ჩვენი ხაზითაც შემოგვქონდა და დისტრიბუტორებისგანაც, მაგრამ ახლა შემოტანა ძალიან გართულებულია, რადგან მასზე მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ახლა რაც იქნება მომწოდებლის ფასი იმ ფასად გაიყიდება,ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გარკვეული მოგების მიღებას, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემოტანის შემთხვეავში საზოგადოებას მქსიმალურად ხელმისაწვდომ ფსად მივაწოდოთ“-აცხადებს psp-ს სახოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ნათია  ხაბეიშვილი.


რაც შეეხება ანტიბაქტერიულ გელებს, ხაბეიშვილის განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა ამ კუთხითაც, გაზრდილია მოთხოვნა, თუმცა, საბაჟოზე აღნიშნული პროდუქტის პარტია შემოსულია და  პროდუქტით „პეესპეს“ ქსელი  დღის ბოლომდე  დაიტვირთება. 


რაც შეეხება „ავერსს“, ფარმაცევტულ კომპანაიში „კომერსანტს“  განუმარტეს, რომ ნიღბების შემოტანის საკითხი მომწოდებელზეა დამოკიდებული. „იმიტომ არის ახლა შეფერხება, რომ მომწოდებელიც ვერ გვაწვდის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შესაბამისად წინასწარ ვერ ვიტყვით, რა ფასი ექნება . ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს შემოტანა.“ - განაცხადეს „ავერსში“.


შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაცია შესაბამისს ფასში მოახდინონ.  საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირბადეების დეფიციტია.


მარიამ მორგოშია 





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up