PCR-ტესტზე პასუხი ერთ საათში, 350 ლარად – ქართულ ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდა

PCR-ტესტზე პასუხი ერთ საათში, 350 ლარად – ქართულ ბაზარზე ახალი სერვისი გამოჩნდა

access_time2021-07-30 23:00:38

ქართულ ბაზარზე PCR-ტესტზე პასუხის ერთ საათში მიღების სერვისი გაჩნდა. აღნიშნულ სერვისს მოქალაქეებს „მეგალაბი“ სთავაზობს.


მეგალაბი დამატებით გთავაზობთ PCR კვლევის ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც პასუხს 1 საათში მიიღებთ.  ჩვენი ლაბორატორია მზადაა გაგიწიოთ საჭირო მომსახურება 24/7-ზე,“ – ეს განცხადება კომპანიის  ვებგვერდზეა განთავსებული.


კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზით ტესტზე პასუხის მიღება ეჩქარებათ. მათი განმარტებით, ტესტზე პასუხის ასე მოკლე დროში მიღების შესაძლებლობას თანამედროვე აპარატურა აძლევთ. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ერთ საათში ხდება არა მხოლოდ ტესტზე პასუხის მიღება, არამედ ამ მონაცემის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში ატვირთვა.



სერვისის ღირებულება 350 ლარია.


ქართულ ბაზარზე პისიარ ტესტებს ამ ეტაპზე ათეულობით კომპანია აკეთებს.


პასუხის მიღების სტანდარტული ვადა 24 საათია. თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც პასუხს 12 ან 7 საათის ინტერვალში გასცემენ.


ღირებულება სწორედ პასუხის მიღების დროზეა დამოკიდებული და 75-დან (24 საათში) 150 ლარამდე (12 საათში), 7 საათის შემთხვევაში კი 220 ლარამდეა.

jandacva.ge

თეგები:
ტესტი ფასი



ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up