PAYZE და Kvalifika -  500 Startups-ის მეორე ეტაპის მონაწილეები

PAYZE და Kvalifika - 500 Startups-ის მეორე ეტაპის მონაწილეები

access_time2021-02-16 10:45:10

მსოფლიოში წამყვანი ბიზნესაქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობსრეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამას. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება, მისი მთავარი მიზანი კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.


Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს ის სტარტაპებია, რომლებიც ამჟამად აქსელერაციის 6 კვირიან ინტენსიურ ეტაპს გადიან.კურსისფარგლებში კომპანიები საკუთარი იდეების დახვეწაზე მსოფლიოში წამყვან მენტორებთან ერთად მუშაობენ, რათა საბოლოოდ ინვესტორების წინაშე “Demo Day”-ზე წარდგენენ.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,5 სტარტაპი, PAYZE, Agrolabs, YouTravel.me, Kvalifika, Corebook,დამატებით ინვესტიციას მიიღებენ, პროექტის ფინალურ ეტაპზე კი მათგან ორი საგზურს კალიფორნიაში, Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის მოიგებს.
ჩვენ უკვე გაგაცანით ხუთეულიდან 3 სტარტაპი, დღეს კი კიდევ ორს,PAYZE-ს და Kvalifika-ს გაგაცნობთ.



PAYZEსაგადახდო სერვისის პროვაიდერი სტარტაპია, რომელიც იმ ახალი პლატფორმების და marketplace-ების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, რომლებიც ბოლო წლებში წარმოიქმნა და პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა.



„პროექტებზე მუშაობის დროს დავინახეთ უამრავი პრობლემა, რომელსაც ონლაინ ვაჭრობაში ჩართული მერჩანტები გადახდების დროს აწყდებოდნენ“,- ამბობს PAYZE-ს თანადამფუძნებლი გეგა თოფაძე. „Marketplace მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთთან აკავშირებს, რაშიც გარკვეულ საკომისიო გადასახადს იღებს. დღეს ასეთ პლატფორმებს ხელით უწევთ მიღებული თანხის გაყოფა და მხარეებზე განაწილება; სიტუაცია უფრო რთულდება თუ პროცესში საკურიერო მომსახურებაცაა ჩართული. ჩვენ სოწრედ ამ ყველაფერის გაციფრულებით ვამარტივებთ საგადახდო პროცესებს და ვამცირებთ ბიუროკრატიას. PAYZEმსხვილ, მცირე თუ საშუალო კომპანიებს საკუთარ მოდელზე აგებულ სისტემასსთავაზობს, რისი მეშვეობითაც თანხა ნებისმიერი რაოდენობის მხარეზე ავტომატურად ნაწილდება. ყოველი ნაბიჯი, რასაც კლიენტთან ურთიერთობის პირველი მომენტიდან მის PAYZE-ში ჩართვამდე გავდივართ, 500 Startups-ისმენტორების დახმარებით შევიმუშავეთ. აქსელერაციის პროგრამაში ჩართულობა დამატებითი ინვესტიციის მოძიებაში გვეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია PAYZE-ს სამომავლო განვითარებისთის“.



Kvalifikaკი მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სისტემაა, რომელიც პანდემიით დაჩქარებული გაციფრულებით შექმნილ გამოწვევებს პასუხობს. „ჩვენ კომპანიებს რამდენიმე სერვისს ვთავაზობთ: პირველი პიროვნების ამოცნობაა. პროგრამა ხვდება კამერის უკან ნამდვილად დგას თუ არა ადამიანი, ხომ არ არის ნაჩვენები ფოტო ან ვიდეო მასალა; მეორე დოკუმენტების წაკითხვა და ავთენტურობის დადგენაა, მესამე კი ამ ყველაფრის რეპორტინგი, ანალიზი და მონაცემების თავმოყრაა“, - ამბობს “Kvalifika”-ს თანადამფუძნებელი, გაბრიელ მელივა. „Kvalifika-ს მთავარი იდეა პროცესების გამარტივებაა. ჩვენ უკვე ვემსახურებით ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტებს და ვმუშაობთ, რომ ჩვენი სერვისი მცირე კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ყველაფერში500 Startups-ი გვეხმარება. აქსელერატორის როლიც სწორედ ეს არის, რომ გზა გაუკვალოს იმ სტარტაპებს, რომლებსაც გლობალური გეზი აქვთ აღებული, შესაბამისად პროექტი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მრავალი სხვა სტარტაპისთვისაც უმნიშვნელოვანესია“.


ინფორმაციისთვის, 500 startups საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამის მეორე ნაკადისთვის როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოო ჯამში 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.


(R)


თეგები:
PAYZE Kvalifika



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up