PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

access_time2019-12-15 14:00:23

ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის.


ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Corning Museum of Glass-ის სასწავლო სტუდიაში მიიღო და ამ საქმეში საფუძვლიანად დაოსტატდა. აქტიური სწავლის პარალელურად კი შეიქმნა Pavone − ფერადოვანი ბრენდი, რომლის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთი და ექსკლუზიურია.



სიტყვა Pavone იტალიურად „ფარშევანგს“ ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ბრენდი ამ ფრინველის ფერადოვნებას მთლიანად იზიარებს და ფერების სიუხვით მდიდარ ნამუშევრებს გვთავაზობს, სახელს ერთი საინტერესო ისტორიაც აქვს: 20 წლის ასაკში მარიამის პირველი საავტორო ნამუშევარი ვიტრაჟული ფარშევანგი იყო, რომელიც ავტორისთვის სრულიად მოულოდნელად მომღერალმა ნინო ქათამაძემ შეიძინა. სტუდენტისთვის ეს უზარმაზარი მოტივაცია აღმოჩნდა. მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბრენდისთვის Pavone, როგორც პირველი წარმატების სიმბოლო, ეწოდა.



ვიდრე Pavone-ს ფერად სამკაულს მფლობელი მოირგებს, თითოეული ნამუშევარი დამზადების რთულ და შრომატევად გზას გადის. მარიამი დიზაინსა და ესკიზებს თავად ქმნის, შემდეგ მინას ხელით ამუშავებს და სასურველ ფორმამდე მიჰყავს. თითო ნამუშევრის ღუმელში გამოწვას საშუალოდ 1 დღე სჭირდება. სწორედ ამ ეტაპების გავლის შემდეგ ხვდება სამკაულები და აქსესუარები სტენდებზე.


Pavone-ს საქმიანობა მხოლოდ სამკაულების შექმნით არ შემოიფარგლება. მის სახელოსნოში ასევე წარმატებით მზადდება ფერადი მინის ინტერიერის დეტალები. ასევე, ვიტრაჟები ტიფანის უნიკალური ტექნოლოგიით. თითოეული მათგანი გარემოს სრულიად განსხვავებულ, მკაფიოდ ინდივიდუალურ და ორიგინალურ იერსახეს სძენს. აღსანიშნავია, რომ მხატვრული მინის დეტალებს მსოფლიოში ცნობილ არაერთ ისტორიულ შენობაში ვხვდებით, რომლებიც დახვეწილი გარემოსა და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებად მიიჩნევა.



Pavone-ს პირველი სტენდი ვაკეში, Home Mart-ში დაიდგა. ფიუზინგის ტექნიკით დამზადებულმა ხელნაკეთმა სამკაულებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მალე მოიპოვა. Pavone-ს სტენდი დღეს სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი და მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი წერტილია. აქ არცერთი ნამუშევარი ერთმანეთის იდენტური არ არის. სამკაულებზე აქტიური მოთხოვნის პარალელურად, ბრენდი კიდევ განვითარდა და დღეს უკვე პროდუქციის გაცილებით ფართო არჩევანს გვთავაზობს. სახლის დეკორატიული ნივთები, მინის ზარდახშები, სარკეები, მცირე ქანდაკებები, ჭიქის სადგამები, ვიტრაჟები − ნივთებში გაბნეულ ფერთა ფართო პალიტრას გვთავაზობს.



„ჩემი შთაგონების მთავარი წყარო ბუნებაა. ის ფერთა ყველაზე საოცარ კომბინაციას ქმნის. ბუნებაში სეირნობის შემდეგ ყოველთვის ვგრძნობ, როგორ მოდის იდეების ნაკადი, რომელიც ნამუშევრებში უნდა გარდავსახო“, − უყვება მარიამი Entrepreneur-ს.


ბუნებაში სეირნობის გარდა, ბრენდის განვითარებაზე ფიქრს არასდროს წყვეტს. მალე Pavone-ს სახელოსნო-სალონიც გაიხსნება, რომელიც ასევე მასტერკლასებს უმასპინძლებს. მარიამს სურს მეტ ადამიანს გააცნოს მინის დამუშავების ხელოვნება, ტექნიკა, გაუზიაროს გამოცდილება და ამ საქმიანობით დააინტერესოს, რათა მინის მხატვრული ინდუსტრია საქართველოში თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად განვითარდეს.




სანამ PAVONE-ს სახელოსნო-სალონის კარი ფართოდ გაიღება, მსურველებს სასურველი პროდუქციის შეძენა ბრენდის FACEBOOK-გვერდზე: https://www.facebook.com/pavonebrand/ შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც. სასურველი სამკაულისა და ნივთის შეკვეთა კი როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული დაკვეთითაა შესაძლებელი. წინასაახალწლო პერიოდში ბრენდი 14 და 15 დეკემბერს Expo Georgia-ში იქნება წარმოდგენილი. ასევე 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე არსებულ საშობაო ბაზრობაზე.


ბრენდი PAVONE და მისი თითოეული ნამუშევარი თქვენს სტილსა და გარემოს განუმეორებელ ფერადოვნებას ჰპირდება.





თეგები:
PAVONE



„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up