საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.