პატრიარქი წყლის ექსპორტის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს

პატრიარქი წყლის ექსპორტის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს

person access_time2016-05-03 16:30:47

წყლის ადგილობრივი მწარმოებლები მთავრობას დარგის მეტად პოპულარიზაციას სთხოვენ. წყლის ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებაზე ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა, რომელშიც, ტრადიციულად, ქვეყნის აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური თემები მოხვდა. მის სააღდგომო ეპისტოლეს ამ ნაწილში ნათქვამია:

 

"მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.


როგორ შეიძლება საქართველოდან წყლის ექსპორტის გაზრდა და რა ნაბიჯებია ამისთვის საჭირო, ამის გარკვევა „კომერსანტმა" ადგილობრივ მწარმოებლებთან სცადა.


"ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის" დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფო გააქტიურდეს მარკეტინგული თვალსაზრისით და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს. მისი თქმით, აუცილებელია და დიდი შედეგის მომტანია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. კერძოდ, გამოფენების ფარგლებში ძალიან ადვილად არის ხოლმე შესაძლებელი კონკრეტული პარტნიორის ან დისტრიბუტორის ნახვა და შემდეგ მათთან თანამშრომლობა.



სვიმონიშვილი აცხადებს, რომ სავაჭრო პალატები პერიოდულად აწყობენ მსგავს ღონისძიებებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „აუცილებელია სახელმწიფო ამ მიმართულებით გააქტიურდეს, ამას ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს, გაწიოს უფრო მეტი რეკლამირება, ეს ჩვენს ძალებს აღემატება"-აცხადებს სვიმონიშვილი. 

 

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველოდან წყლის ექსპორტი გაიზარდოს, ასევე აუცილებელია კერძო სექტორის გააქტიურებაც. მაგალითად, მოხდეს საწარმოების თანამედროვე სტანდარტებით გადაიარაღება, რაც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას გაზრდის.


„ამ დროისთვის „ნაბეღლავი" 25 ქვეყანაში გადის. აქედან გაყიდვების უდიდესი წილი დსთ-ს და ბალტიის ქვეყნებზე მოდის. მიმდინარე წელს კომპანია გააქტიურებას აზიის მიმართულებითაც გეგმავს. გარდა ამისა, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" კომპანიას ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 10 მილიონი ევროს სესხი დაუმტკიცა. ახალი ქარხანა საშუალებას მისცემს კომპანიას, პროდუქცია გაამრავალფეროვნოს. ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება"-აცხადებს სვიმონიშვილი.


სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ პოპულარიზაციასა და მეტ რეკლამირებაზე საუბრობენ მინერალური წყლის კომპანია „საირმეშიც". მათი თქმით, სახელმწიფო ნამდვილად ახდენს საერთაშორისო გამოფენების და მათში ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზებას, თუმცა, ამ მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურება კომპანიებს დაეხმარება ახალი კონტაქტების მოძიებაში.


„საერთაშორისო გამოფენების დროს ხდება ახალი ურთიერთობების დამყარება, ამიტომ, გაზრდილი რეკლამა ნიშნავს გაზრდის საექსპორტო რაოდენობას"-აცხადებენ კომპანია „საირმეში".


მათივე განმარტებით, კომპანია ამ დროისთვის ექსპორტს 17 ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორისაა ევროპის ქვეყნები, ჩინეთი, რუსეთი,ყაზახეთი და ასე შემდეგ.




ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up