პატიმრობა, $50 000-იანი ჯარიმა - თვითიზოლაციის დარღვევის სასჯელი სხვადასხვა ქვეყანაში

პატიმრობა, $50 000-იანი ჯარიმა - თვითიზოლაციის დარღვევის სასჯელი სხვადასხვა ქვეყანაში

access_time2020-03-17 19:30:42

ახალი კორონავირუსის გამო ამჟამად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლას ან თვითიზოლაციას ავალდებულებენ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ადამიანის სხეულში მოხვედრიდან 14 დღემდე საინკუბაციო პერიოდი აქვს, რა დროსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებულ პირს ვირუსის არანაირი სიმპტომი აღენიშნება, შესაძლოა მისი გამავრცელებელი იყოს და შესაბამისად, გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

 

14-დღიანი კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სასჯელი ან ჯარიმა აქვს დაწესებული. იხილეთ რამდენიმე მათგანი.

 

სინგაპურში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ჯარიმის საფასური 10 000 აშშ დოლარამდე ან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.

 

ხორვატიაში წესებისადმი დაუმორჩილებლობა კანონდამრღვევს 1060 ევროდან 16 000 დაუჯდება.

 

ავსტრალიის ფედერალურ ერთეულებში ჯარიმები განსხვავდება - მაგალითად, ავსტრალიის ფედერალურ ტერიტორიაზე ნებისმიერი პირს, ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, შესაძლოა, 8000 აშშ დოლარის ღირებულების გადახდა დაეკისროს; დასავლეთ ავსტრალიაში დარღვევისთვის პირს 50 000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან გარკვეული პერიოდით ციხეში სასჯელის მოხდა მოუწევს; ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე თვითიზოლაციის წესის დარღვევა 1 256 აშშ დოლარის ჯარიმით ან 6-თვიანი პატიმრობით ისჯება; სამხრეთ ავსტრალიაში ეს ქმედება 25 000 აშშ დოლარამდე ჯარიმით ისჯება; რაც შეეხება ტასმანიას, აქ ჯარის საფასური 8 400 აშშ დოლარია.

 


თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის აშშ-ის სხვადასხვა შტატშიც განსხვავებული სასჯელია. მაგალითად, სამხრეთ კაროლინაში პირს 1000 აშშ დოლარამდე ჯარიმა ან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვრცლად იხილეთ აქ.

 

ტაივანში კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს დაახლოებით 5 000-დან 10 000 აშშ დოლარის გადახდა უწევს. თებერვალში, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგიდან და კონტინენტური ჩინეთიდან ჩასული სამი პირი კარანტინიდან გაუჩინარდა, მთავრობამ მათი სახელი და გვარები გამოაქვეყნა. ტაივანში ჯარიმის საფასურის 33 000 აშშ დოლარამდე გაზრდასაც განიხილავენ.

 

ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს 13 000 აშშ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

 

ნორვეგიაში თვითიზოლაციის დარღვევა 2000 აშშ დოლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

სლოვაკეთში სავალდებულო კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 1 659 ევროა.

 

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 188 432 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 499. გამოჯანმრთელდა 80 871 პირი.

 

TABULA.GE





წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
access_time2020-09-25 09:55:39
წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა.  2020 წელს შექმნილი...

ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე

ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე
access_time2020-09-25 12:00:07
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დღეს კი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებზე, 520-ე დადგენილებაზე, საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა.   -როგორ შეაფასებთ განვლილ...

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
access_time2020-09-25 09:55:07
„ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay...

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...


მსგავსი სიახლეები

up