პატიმრების ოჯახები ციხეებში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობენ

პატიმრების ოჯახები ციხეებში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობენ

access_time2021-01-10 16:05:12

პატიმრების ოჯახები ციხეებში COVID 19-ის კუთხით მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. 

ერთ-ერთი პატიმრის, ქსნის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ახლობელმა ფორმულას უთხრა, რომ პატიმრებს კორონავრუსის სიმპტომები აქვთ, აქვთ ტემპერატურა, თუმცა, კლინიკაში მხოლოდ 2 მათგანი გადაიყვანეს. 

"დღეს დილით დამირეკა მეგობარმა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან, ძალიან გთხოვთ, მიშველეთო. აქ ჩვენი მშველელი არავინ არისო. პატიმრები ისე ვიხოცებით, პატრონი არ გვყავსო. ყველა ვირუსიანია დაწესებულებაშ, მთელი ციხე ცუდად არის, მაგრამ სიცხის საზომი და დამწევი წამალიც კი არ გვაქვსო. ჩვენთვის არც ტესტი ჩაუტარებია ვინმეს, ტყუილად ამბობს პენიტენციური, რომ ტესტირება ჩატარდაო. აქ რომ ტესტი გააკეთონ, მთელი ციხე წასაყვანი გახდებაო. მთელი ციხე მძიმე მდგომარეობაშიაო. პირადად მე 4 დღე სიცხე მქონდა, მაგრამ არავინ მომიკითაო".- თქვა მან. 

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2 პატიმარი კლინიკა ვივა მედში დღეს, 10 იანვარს გადაიყვანეს. მათ კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ და ახლა გამოკვლევები უტარდებათ. ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

რთულ ვითარებაზე ლაპარაკობს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ოჯახის წევრიც. 


"ძალიან ცუდი მდგომარეობაა გლდანში, ძალიან არის მოდებული კორონავირუსი. 2-3 პატიმარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არც სინჯავენ, არც ტესტს უკეთებენ. ჩემს მეუღლესაც 3-4 დღეა, სიცხეები აქვს. ტელეფონში ვერ გვეუბნებიან ყველაფერს". - თქვა ქალმა. 

ფორმულა პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 


Formulanews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up