Little Georgia - უძველესი ქართული რესტორანი ლონდონში - ინტერვიუ ქართველ რესტორატორთან

Little Georgia - უძველესი ქართული რესტორანი ლონდონში - ინტერვიუ ქართველ რესტორატორთან

access_time2020-09-16 16:45:59

ინგლისში ქართული სამზარეულოს ისტორია ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. პირველი ქართული რესტორანი „მათი ვილიჯი“ იყო, რომელიც  გოგი  თუმანიშვილმა დააფუძნა, შემდეგ იყო  „თბილისი“. ამჟამად მხოლოდ ლონდონში 10-ზე მეტი მსხვილი ქართული რესტორანია , სადაც უკვე არა მხოლოდ  სამზარეულოს გასაცნობად, არამედ უკვე საქართველოში დაგემოვნებული კერძების კვლავ გასასინჯად იაპონელი, გერმანელი თუ ამერიკელი ტურისტები მიდიან სტუმრად.  


ლონდონში ბრენსბურის ქუჩის 14 ნომერში 20 წელიწადია „პატარა საქართველო“ არსებობს და ქართული სამზარეულოს, სტუმართმოყვარეობისა და კულტურის თავისებურებებს ბრიტანელებსა და არა მარტო ბრიტანელებს აცნობს.  Little Georgia 2000-იან წლებში შეიქმნა და მის შესახებ ბრიტანულ გამოცემა londonist.com-ზეც დაიწერა.  „კომერსანტი“ რესტორნის დამფუძნებელს ბრიტანეთში სარესტორნო ბიზნესის თავისებურებებზე, რესტორნებზე პანდემიის გავლენასა და ქართული ღვინის საექსპორტო ფასებზე ესაუბრა.

 

„2003 წლიდან ჩავერთე სარესტორნო საქმიანობაში, განვავითარეთ ქართული სამზარეულო და ახლა ლონდონში ორი „პატარა საქართველო“ გვაქვს.  ეს  არის  ქართული  სამზარეულო,  მთლიანად  ქართული  კერძებით, ქართველი მზარეულებითა და ქართული ინტერიერით,  ამბობს თიკო ტუსკაძე, little Georgia-ს მმართველი. 


თიკო,  2000-იან წლებში ქართული სამზარეულო არც ისე ცნობილი იყო საზღვარგარეთ, პრინციპში არც საქართველო, დღეს რას ამჩნევთ, ქართულ კერძებს და გარემოს ბრიტანელები კარგად იცნობენ?


„როცა დავიწყეთ, მაშინ რა თქმა უნდა,  ქართულ სამზარეულოს  ამხელა ცნობადობა არ  ჰქონდა და  არც   საქართველოს.  ამდენი  ხალხიც  არ დადიოდა, მაგრამ  ერთადერთი  შემიძლია  თამამად  ვთქვა, რომ ძალიან დიდი როლი  თვითონ რესტორანმაც ითამაშა.  რამდენჯერაც  მოვიდნენ,  დააგემოვნეს კერძები, მოისმინეს მუსიკა, ნახეს გარემო,  ყველას გაუჩნდა სურვილი, რომ თვითონ  ენახათ ჩვენი ქვეყანა,   წავიდნენ და  იმოგზაურეს.


საქართველოში  2017 წელს  მეგობრებთან  ერთად მივედით  ლოლიტაში , სადაც ადგილები აღარ იყო, ამ  დროს მომსახურე  პერსონალმა  მითხრა, რომ  ვიღაც მაგიდას ტოვებს. დაველოდეთ, ამ დროს,  ვინც მაგიდას ტოვებდა იმ ქალბატონმა გამაჩერა, ინგლისელი იყო და   მკითხა - თქვენ  ხომ  little  Georgia— დან  ხართო? თურმე ეს ქალბატონი 2007-წელს მოხვდა ჩვენს რესტორანში და იმდენად შთაბეჭდილების  ქვეშ  იყო, რომ საქართველოში მოგზაურობა გადაწყვიტა. მომიყვა, რომ უკვე  9  წელია  ოჯახთან ერთად ჩამოდის საქართველოში. — ეს შეხვერა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. 


ახლა  უკვე  ისეთი  ტენდენცია შეინიშნება, რომ  ადრე მხვდებოდა   ხალხი, რომელიც მოდიოდა და  ჩვენთან გაიგებდა საქართველოს გემოს და წასვლას გადაწყვეტდნენ,  ახლა მოდის  ის  ხალხი, რომელიც მეუბნება საქართველოში  ვიყავი და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ამიტომაც გესტუმრეთ —  ანუ  შეტრიალდა სიტუაცია. 

მოდიან  იაპონიიდან,  შვეიცარიიდან,  ავსტრალიიდან   ანუ  ის,  ვინც  ლონდონში  ჩამოდის  და  დაინტერესება  ქართული  სამზარეულოს ან  საქართველოს მიმართ  აქვს ჩვენთან მოდიან, მიუხედავად  იმისა, რომ  ჩვენ  ტურისტულ  ადგილას  არ ვართ.

 

 რთულია  ქართული სამზარეულოს და ზოგადად  სარესტორნო ბიზნესის  წამოწყება  ლონდონში?  რამდენად  კარგი პირობებია  ბრიტანეთში იმისთვის, რომ  ქართველმა მსგავსი ბიზნესი დაიწყოს უცხო ქვეყანაში?

  რთული ნამდვილად არ არის, უბრალოდ, აქ  საკმაოდ  ბევრი  ქართული რესტორანი  გაიხსნა და  დაიხურა. ეს ძალიან ბევრ  რამესთან  არის დაკავშირებული.

როცა რესტორანს ხსნი, უნდა  გქონდეს რაღაც ბაზა, რადგან აქ თუ არ გიცხოვრია და ამ  ადამიანების მენტალიტეტი არ იცი, რთული იქნება. ასე ჩამოვიდე და  ქართული რესტორანი გავხსნა გაუჭირდება ბევრს,  ადგილსაც აქვს  მნიშვნელობა.  მე  ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა - უკვე ვიცოდი რას  ვთავაზობდი მომხმარებელს და ვიცოდი რა  სჭირდებოდათ ან რა  იმუშავებდა. უბრალოდ ქართული რესტორანი გამეკეთებინა, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. 


 

დღეს კვების სექტორს მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმე პერიოდი აქვს. როგორ ართმევს თავს Little Georgia პანდემიას?

ახლა  ძალიან არის  შეცვლილი  სიტუაცია. ყველაფერი განსხვავებულია იმის  მიხედვით,  თუ  რა  უბანში  ხარ.   მაგალითად  ის  უბანი,  სადაც  პატარა  კაფე  მაქვს აქ  საერთოდ  ვერც იგრძნობდი რამე  თუ  ხდებოდა  მთელი ეს  6 თვე  ლოკ-დაუნის  დროს.  Take  away-ზეც  გახსნილი ვიყავით და ადგილობრივებიც მოდიოდნენ. 

როცა ჩაიკეტა სექტორი, ხელფასს ვუხდიდით თანამშრომლებს იმაში, რომ სახლში მჯდარიყვნენ , მათ მუშაობის უფლება არ ჰქონდათ.  დიდ  ფილიალში  სულ მოძრაობა  იყო,  რადგან  უბანი  იყო ესეთი,  რომ  არც  გადიოდნენ.  ცენტრალური  ლონდონი  კი სრულიად მკვდარი იყო და  ახლაც  ასეა.   „სითი“ ფაქტობრივად  აღარ  არსებობს...

ნამდვილად მადლიერი ვარ,  რომ ახლა არის მუშაობა,  მაგრამ  თუ  გვყავდა  ყოველ  დღე 120 კაცი, ახლა 60 ადამიანია  პარასკევი  - შაბათი,  სხვა  დღეებში  — 30 სტუმარი მაქსიმუმ.  


სახელმწიფო როგორ ეხმარება რესტორნებს?


სახელმწიფომ  რესტორნებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა. საერთოდ  ყველას, ყველანაირად დაგვეხმარა, გაიცა გარკვეული რაოდენობით გრანტები იმისდა მიხედვით, თუ რამხელა  ბრუნვა  ჰქონდა  რესტორანს.   რა თქმა უნდა,  ძალიან ბევრი  რესტორანი დაიხურა, ძალიან ბევრი  ლიკვიდაციაში წავიდა,  ბევრმა  ეს  სიტუაცია  სათავისოდ  გამოიყენა. აქვე აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო გადასახადებიც საკმაოდ მაღალია და სარესტორნო ბიზნესი  არის ერთრთი ყველაზე არამომგებიანი  ბიზნესი მე  აქაური  გამოცდილებიდან ვამბობ და ძალიან ბევრი რესტორნის მფლობელებთანაც  მილაპარაკია. ყველაფრის მერე  მივმხვდარვარ, რომ  ძალიან  სწორი  სტრატეგია  მქონია .


ალბათ მენიუში დიდი პოპულარობით  ქართული ღვინო სარგებლობს.. 


 ზოგადად  რესტორანი  ფულს ძირითადად სასმელზე აკეთებს.. სამწუხაროდ,  რადგანაც  ჩვენ იმ ფასად ვერ ვყიდულობთ სასმელს,  რაზეც  შეგიძლია, რომ  ისეთი  მარჟა დაადო, რომ  მომგებიანი იყოს,  ჩვენ  სასმელზე  მოგებას ვერ ვნახულობთ. თვითონ  ღვინო  კი არ  არის  ძვირი, რასაც  ჩვენი მომწოდებლები იხიდიან, გადასახადია  ძალიან დიდი. მე  როცა  ბოთლს  ვყიდულობ,  დაახლოებით  10-11 ფუნტად,  ყველაზე იაფად  ბოთლი 30 ფუნტად  უნდა  გავყიდო, რომ მოგება  მქონდეს. 30 ფუნტად  ე.წ. სახლის ღვინოს ვერ  გაყიდი. რა თქმა უნდა არის  ღვინოები, რომელიც 80-100 ფუნტიც ღირს და  შეიძლება  მოვიდეს  ვიღაც  და იყიდოს,  მაგრამ იშვიათად.  

აინტერესებთ ქართული  ღვინო,  როცა   მოდიან  ქართულ  რესტორანში  და მეც რა თქმა უნდა,  მინდა,  რომ მხოლოდ  ქართული  ღვინოები მქონდეს და  არ მინდა  ძალიან  ავრიო.

 

 Wine  store-ებში ქართული  ღვინო ძვირად იყიდება?

 მაღაზიებში  შეგიძლია იყიდო, 11 – 12 ფუნტადაც. მე  უნდა გავყიდო 20 ფუნტად  მაინც, რომ  რაღაც მოგება  ვნახო.

რესტორანს  აქვს  უამრავი ხარჯი,  თუ  გინდა,  რომ კარგი იყოს  მომსახურება უნდა  გქონდეს  კარგი ღვინოც.  უნდა გყავდეს  ბევრი  მომსახურე  პერსონალი,  ბევრი  გადასახადებია,   ქირას  კიდევ  ბიზნესის  გადასახადი ემატება,  2000 ფუნტამდე  უხდი სახელმწიფოს. ცალკეა  დაზღვევები,  გარდა  ამისა,  კომუნალურები,  ხელფასები   საათობრივად - უამრავი ნიუანსია და  ძალიან დიდი  გასავალი აქვს რესტორანს. 

 გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნებულიყავით და აქ გაგეხსნათ ბიზნესი?


სიმართლე  გითხრათ,  საქართველოში  არასდროს  მიფიქრია  ბიზნესზე და არანაირი  სურვილი არ მაქვს.  მგონია, რომ საქართველოში რამის  გაკეთება ძალიან  გამიჭირდება.


ახლა  22  თანამშრომელი მყავს  ამ  22  ადამიანის  წინაშე ვარ პასუხისმგებელი. ეს არის  მძიმე ბიზნესი იმ მხრივ, რომ  შენი დრო  არ არის  განსაზღვრული, მუდმივად საქმეში ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ის შრომა  რაც  იდება  იმის  ანაზღაურება  არ  ხდება, მაგრამ  სარგებელი არის  ის,  რომ მაინც  ჩემს თავს ვეკუთვნი და რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ. 


რა სხვაობას ხედავთ ქართულ და ბრიტანულ მომსახურების სფეროში?

როცა გავიგე, რომ საქართველოში  მომსახურების 10 პროცენტს პერსონალი ვერ იღებს, გაკვირვებული დავრჩი.  აქ  ეს  უკანონობად  ითვლება,   ძალიან  ხშირად,  თვითონ  სტუმრები ეკითხებიან ოფიციანტებს იღებენ თუ არა იმ 10 პროცენტს პირადად, რასაც ტოვებენ. საქართველოში  მითხრეს, რომ  ეს  ათი პროცენტი მიდის გატეხილი თეფშის ან ჭიქის ასანაზღაურებლად.  





მარიამ მორგოშია

თეგები:
Little georgia



საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up