პატარა ქვეყნების გამდიდრების 10 ყველაზე უცნაური  საშუალება

პატარა ქვეყნების გამდიდრების 10 ყველაზე უცნაური საშუალება

access_time2019-02-10 20:00:22

 

პატარა ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც არ აღემატება რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, ძალიან უჭირთ თანამედრვე სამყაროში - მათ არ გააჩნიათ ძლიერი საექსპორტო ინდუსტრი და ხშირად იძულებულები არიან მიმართონ სხვადასხვა ხრიკს ვალუტის მოსაზიდად.

 

აი რამდენიმე მაგალითი.

 

1.სენ-კიტს და ნევისი, მოსახლეობა - 48 000 ადამიანი, მოქალაქეობით ვაჭრობა

2006 წელს ეს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკის მთავარი დარგის - შაქრის წარმოების დრამატულ ვარდნას, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სწრაფი გაღარიბება. შექმნილ სიტუაციაში მთავრობამ დაამუშავა მოქალაქეობის გაყიდვის პროგრამა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ უცხოელს შეეძლო პასპორტის ყიდვა 250 000 დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ. სენ-კიტს და ნევისს გააჩნია უვიზო მიმოსვლა 132 ქვეყანასთან, შესაბამისად, პროგრამამ გამოწვია დიდი ინტერესი. თანაც ქვეყანა ამავე დროს არის ოფშორი, რამაც შემატა მიმზიდველობა მის მოქალაქეობას.

 

2. კომორის კუნძულები, მოსახლეობა - 800 000 ადამიანი. მოქალაქეობის მიყიდვა ღარიბებისთვის

სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში ცხოვრობს დაახლოებით 10 მლნ. ადამიანი მოქალაქეობის გარეშე, მათ შორის არიან ბედუინები კუვეიტში და ემირატებში. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ამ ქვეყნების მთავრობებს არ სურთ მათი ლეგალიზება და ამიტომაც, მათ გადაუხადეს კომორის კუნძულების ხელისუფლებას 200 მლნ. დოლარი 4000 ბედუინური ოჯახისთვის მოქალაქეობის მინიჭების სანაცვლოდ.

 

3. ნიუე, მოსახლეობა 1190 ადამიანი, კოდები სატელეფონო სექს-ინდუსტრიისთვის

წლების მანძილზე კუნძულოვანი სახელმწიფოს ეკონომიკის საფუძველს შეადგენდა სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 80-იან წლებში, როდესაც დაიწყო პრემიუმ-კლასის სატელეფონო ხაზების გატარება ნიუეს კოდით. აღმოჩნდა, რომ ამ ხაზებით სარგებლობდნენ სატელეფონო სექსისთვის, რაც აღმოჩნდა ძალიან მომგებიანი მაღალი ტარიფების გამო. 1997 წელს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გააბათილა შეთანხმება და ნიუე უკვე არ არის სატელეფონი სექსის ცენტრი.


 

4. ტუვალუ, მოსახლეობა 11 000 ადამიანი, მედია-საიტების განთავსება

წლების მანძილზე ტუვალუ, ისევე როგორც ნიუე, ჩართული იყო სატელეფონო სექს-ინდუსტრიაში, თუმცა, ეს იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას. 1999 წელს ტუვალუმ მიიღო გაფართოება “.tv” ინტერნეტ-საიტებისთვის, რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი მსხვილი მედია-კორპორაციების მხრიდან. 2011 წლიდან ტუვალუ იღებს 1 მლნ. დოლარს წელიწადში ამ სერვისის სარგებლობისთვის გადასახადების სახით.

 

5. ნაურუ, მოსახლეობა 7000 ადამიანი, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრები

ფოსფატებს მოპოვების წყალობით ერთ დროს ნაურუ იყო საკმაოდ მდიდარი ქვეყანა, თუმცა მარაგები ამოიწურა და მთავრობას მოუწია შემოსავლების სხვა წყაროებით მოძიება. ამჟამად ნაურუ ძირითადად არსებობს მიგრანტების განთავსების ცენტრის ხარჯზე - ამ ცენტრებში ცხოვრობენ უცხოელები, რომლებიც არ შეუშვეს მეზობელ ავსტრალიაში. ამ ცენტრს აფინანსებს ავსტრალიის მთავრობა, რომელიც უხდის ნაურუს სერიოზულ თანხებს.


6. ასენსიონი, მოსახლეობა 700 ადამიანი, საფოსტო მარკების გამოშვება

1920 წელს კუნძულმა მიიღო დამოუკიდებლობა და ამის აღსანიშნავად გამოუშვა საზეიმო საფოსტო მარკა, რომელმაც, მოულოდნელად, გამოიწვია ფილატელისტების დიდი ინტერესი. დღეს ეს არის ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო - წლიურად ასენსიონი უშვებს 400-მდე დასახელების საფოსტო მარკას.

 

7. ტონგა, მოსახლეობა 107000 ადამიანი, მოქალაქეობის გაყიდვა

კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავრობამ დაიწყო მოქალაქეობის მიყიდვა ჰონკონგელებისთივს, რომლებიც შეწუხდნენ ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის გამო. ამან მოუტანა ქვეყანას დიდი ფული, რომელიც განთავსდა „Bank of America”-ში. ამის შემდეგ ტონგას მეფემ დაიწყო დიდი თანხების ინვესტირება სხვადსხვა ქვეყანაში. დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ერთ-ერთი წარუმატებელი კაპიტალდაბანდების გამო, მთელი მოგება გაქრა, რამაც გამოიწვია ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი კუნძულზე.

    

8.სენტ-ლუსიამოსახლეობა 178 000, ვაჭრობა პოლიტიკური აღიარებით

ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებულმა დაძაბულობამ შექმნა ფულის შოვნის შესაძლებლობები რეგიონში პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც აღიარებდნენ, ან პირიქით, არ სცნობდნენ ტაივანის დამოუკიდებლობას ქრთამის სანაცვლოდ. პოლიტიკური ვაჭრობით გარკვეული მოგება მიიღეს დომინიკამ, ნაურუმ, კირიბატიმ, ვანუატუმ, ტონგამ და გრენადამ. თუმცა, ყველაზე შორს წავიდა სენტ-ლუსია, რომელიც წლების მანძილზე მერყეობდა ჩინეთსა და ტაივანს შორის.  1984 წელს მან აღიარა ტაივანის დამოუკიდებლობა, 1997 წელს, ქრთამის სანაცვლოდ უკან წაიღო აღიარება, 2007 წელს კი საბოლოოდ დაიჭირა ტაივანის მხარე.


9. ერიტრეა, მოსახლეობა 5 მლნ., ლტოლვილების და ემიგრანტებისგან ფულის გამოძალვა

ერიტრეა არ არის კლასიკური პატარა ქვეყანა, რადგანაც იქ ცხოვრობს 5 მლნ. ადამიანი, თუმცა, მთავრობამ აირჩია ფულის შოვნის  უჩვეულო ხერხი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ერიტრეა არის ძალიან ღარიბი ქვეყანა, სადაც დამყარებულია სასტიკი დიქტატურა. მთავრობა სწრაფად მიხვდა, რომ მიგრანტების ზრდადი რაოდენობა შეიძლება გახდეს ვალუტის მიღების წყარო - ამ მიზნით ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოეთში მცხოვრებ მიგრანტებს შემოსავლის 2% გადახდას. როგორც წესი, ამ გადასახადის ადმინისტრირება ხდება ძალადობით, მუქარებით ქვეყანაში დარჩენილი ნათესავების მიმართ და პირდაპირი გამოძალვით.

 

 10.ანტიგუა, მოსახლეობა 69 000 ადამიანი, იარაღის გადაყიდვა

1989 წელს ანტიგუამ შეისყიდა ისრაელისგან იარაღის დიდი პარტია.მოგვიანებით ამ იარაღის ნაწილი აღმოაჩინეს კოლუმბიაში, ერთ-ერთი ნარკოკარტელის სამალავში. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე ანტიგუას მთავრობა შესყიდული იარაღის დიდ ნაწილს თავად ყიდდა, ხოლო მყიდველები ძირითადად იყვნენ კოლუმბიური ნარკოკარტელები. ამტყდარი სკანდალის გამო მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გადადგა.



თეგები:
ქვეყნები



გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up