პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა

პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა

access_time2016-07-26 15:11:56

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო.


3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყო კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა).


„ეს გზა კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს, ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.



პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შ.პ.ს „ენკო“ ასრულებდა. 

 

თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up