პატარა დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

პატარა დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2020-05-14 23:10:17

საბურთალოს რაიონში, პატარა დიღომში, მე-17 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„პროექტის შედეგად, 3 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა განახლდა. დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და საპარკე სკამები, ასევე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა.


განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.



„ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. პატარა დიღომში, ეს ერთადერთი დიდი სკვერია, რომლითაც მთელი უბნის მცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს სკვერი კეთილმოგვეწყო. ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან კარგი დასასვენებელი, ხოლო ბავშვებისთვს გასართობი სივრცე შეიქმნა. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში კიდევ 5 მისამართზე სკვერის განახლება მიმდინარეობს“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.


სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 198 267 ლარი გამოიყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
სკვერი



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up