„პასუხისმგებლობას მაშინ ავიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გავიხსნებოდით,  ახლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რიგების კონტროლი“ - სითი მოლი

„პასუხისმგებლობას მაშინ ავიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გავიხსნებოდით, ახლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რიგების კონტროლი“ - სითი მოლი

access_time2020-12-17 13:50:47

ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ის ხვალ შეხვდება ვაჭრობის ინდუსტრიას და სექტორისგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ და გახსნის შემთხვევაში როგორ აპირებენ მომხმარებლების რიგების მართვას. თურნავას თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებაზე.


როგორც „კომერსანტს“ „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა,  24 დეკემბრიდან ერთი კვირით საახალწლო ვაჭრობის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო მომხმარებლის ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს , შესაბამისად ნებისმიერი მექანიზმი შესაძლოა უძლურიც იყოს ნაკადების სწორი გადანაწილებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს შედეგი არ დადგებოდა, თუკი მოლებს შეთავაზებისამებრ 15 დეკემბრიდან ექნებოდათ მუშაობისა და ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილების საშუალება.



„კონკრეტული გეგმა ლოქდაუნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ წარვადგინეთ სამინისტროში და ვუთხარით, რომ 24 დეკემბრიდან  სავაჭრო ცენტრების გახსნა ძალიან რთული იქნება და გამოიწვევს რიგებს. ჩვენ გვინდა იმის საშუალება გვქონდეს, რომ ეს ნაკადები გადავანაწილოთ და ამის მექანიზმი და ბერკეტები შევთავაზეთ მთავრობას. პასუხისმგებლობასაც იმ შემთხვევაში ვიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გაიხსნებოდა მოლები და ამ ბერკეტებით რიგებსაც გავაკონტროლებდით, ადამიანებსაც მეტი დრო ექნებოდათ. რიგების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია თუ 24-ში გავიხსნებით. ეს გამოიწვევს ხალხის ნაკადების მატებას. მომხმარებელს უთხრა, რომ ხვალიდან ვიკეტებით გამოიწვევს იმას,  რაც მოხდა ბოლო კვირებში შავი პარასკევის პერიოდში. „შავი პარასკევი“ მთელი კვირა გვქონდა, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ხალხი არ იყო,  მერე დაკეტვა დაანონსეს და ხალხმაც იმატა. მექანიზმები გვაქვს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ. ახლა პასუხისმგბლობის აღება სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუძლბელია, ჩვენ ჩვენი ვერსია შევთავაზეთ და მაშინ შეგვეძლო პასუხისმგბლობის აღება მაგრამ გვეუბნებიან რომ არა, ჩვენი ვერსიით აიღეთო,  ეს გვიჭირს. ალბათ შეხვედრისას პირველი მას ავუხსნით,“ - განმარტავს ლევან მესხელი.


მარიამ მორგოშია


თეგები:
სითი მოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up