პაშა ბანკმა ქალთა საერთაშორისო დღე კლიენტებსა და პარტნიორებს განსხვავებული ფორმით მიულოცა

პაშა ბანკმა ქალთა საერთაშორისო დღე კლიენტებსა და პარტნიორებს განსხვავებული ფორმით მიულოცა

access_time2016-03-09 13:13:17

პაშა ბანკმა ქალთა საერთაშორისო დღე ტრადიციულად განსხვავებული ფორმით მიულოცა თავის კლიენტებსა და პარტნიორებს: ბანკმა მათი სახელით ქალთა საინფორმაციო ცენტრში გადარიცხა თანხა, რომელიც სრულად მოხმარდება ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს. 


2015 წელს პაშა ბანკმა არაერთხელ დაადასტურა, რომ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას ბანკში დიდი ყურადღება ექცევა: პარტნიორების და კლიენტების სახელით ბანკმა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მატერიალური მხარდაჭერა გაუწია საქველმოქმედო ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“, ხოლო საახალწლოდ ამავე ფონდს საჩუქრად გადასცა თანამედროვე მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“.


„პაშა ბანკი კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას უწევს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ პარტნიორთან ურთიერთობას. შესაბამისად, ვცდილობთ ყოველთვის გამორჩეულად მივულოცოთ მათ ესა თუ ის დღესასწაული და ამავდროულად სასარგებლო საქმეც გავაკეთოთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მხარდაჭერილი აქტივობები, რომლებსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად  იქნება შედეგიანი და საზოგადოებისთვის სასარგებლო,“ განაცხადა პაშა ბანკის PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.


ქალთა საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შედეგად ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. ქალთა საინფორმაციო ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამთავრობო სამოქმედო გეგმების შემუშავების, ლობირებისა და განხორციელების პროცესს, მონაწილეობას იღებს ახალი კანონის შემუშავებისა და არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის პროცესში, რომლებიც მიმართულია გენდერული თანასწორობისათვის. 



,,ბიზნეს სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა, მათი მონაწილეობა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში თანასწორი გარემოს ფორმირებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვაფასებთ პაშა ბანკის მიერ გამოვლენილ ინიციატივას და მიგვაჩნია, რომ ის სამაგალითო უნდა იყოს სხვა კომპანიებისთვისაც. ვფიქრობთ, თანასწორი გარემოს ფორმირების პროცესში საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

 

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გამოცხადებული კონკურსი, რომელიც პაშა ბანკის მხარდაჭერით ტარდება, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოების შექმნის პროცესში, ასევე მათ წახალისებას და ახალი პერსპექტივების დანახვას,“– განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ.


პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.


პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 5 მილიარდ აშშ დოლარს. 


პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს. 


 

 



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up