პაშა ბანკის ტრადიციული საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა - 2020 წელი

პაშა ბანკის ტრადიციული საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა - 2020 წელი

access_time2019-12-25 12:36:18

პაშა ბანკმა პარტნიორებს და თანამშრომლებს ახალი წელი ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ამჯერად ბანკმა რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ქალაქის შესასვლელში და რუსთავის პარკში დარგო 2020 ძირი ელდარის ფიჭვი და ზეთისხილის ხის ნერგი.

„პაშა ბანკი უკვე მეოთხე წელია, ძალიან აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით ეკო-პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ათი ათასზე მეტი ხე გვაქვს დარგული. წელსაც ვაგრძელებთ წინასაახალწლო ტრადიციას და ქალაქ რუსთავში 2020 ნერგი დავრგეთ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის გარემო, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ის და მარკეტინგის სპეციალისტმა, ანა ბუხაიძემ.

 

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკის ხელმძღვანელობას იმ აქტივობისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთეს. რუსთავში, წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოხდა ელდარის ფიჭვის და ზეთის ხილის ხის ნერგების დარგვა. იმედი მაქვს, ამ ტიპის აქტივობები და ღონისძიებები კიდევ ბევრი ექნება ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

 

პაშა ბანკის მიერ 2016-2019 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი აქტივობები:

  • 2019 წლის დადგომის აღსანიშნავად, ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica)  და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.
  • 2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
  • 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, პაშა ბანკი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის", რომლის ფარგლებშიც ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, პერიოდულად დაასუფთავოს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორია კრწანისის ტყე-პარკში და იზრუნოს ამ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე სამომავლოდაც;
  • 2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
  • 2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
  • 2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
  • 2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
  • 2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
  • 2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.


(R)

თეგები:
პაშა ბანკი



ვისკენ მიდის ან არ მიდის 200-300 ლარიანი დახმარება

ვისკენ მიდის ან არ მიდის 200-300 ლარიანი დახმარება
access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების გაცემის პროცესი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე
access_time2020-05-30 10:00:22
ყოველთვის ეგონა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა. ოთო მენაბდიშვილი შვიდი წლიდან ვარჯიშობდა, “ნორჩი დინამოელიც” იყო და პროფესიონალურ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოულოდნელად ტრავმა მიიღო და შუაგულ ვერიდან – სოფელ ხაშმში გადაინაცვლა, სადაც ოჯახური ტრადიციის გაცოცხლებას მიჰყო ხელი. დღეს მეღვინეა. ოცი წლის ოთო მენაბდიშვილი “თედო პაპას მარანსაც” უძღვება, სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე, “ლიბერთი” ბანკშიც ასწრებს მუშაობას. ვაზის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ოთოს და ღვინის...


მსგავსი სიახლეები

up