პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა

პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა

person access_time2016-01-15 15:06:22

2016 წლის 13 იანვარს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - ჩინგიზ აბდულაევი, რომელიც წარმართავს ბანკის საფინანსო, სახაზინო, ადმინისტრაციულ  და შესყიდვების  პროცედურებს.


ჩინგიზ აბდულაევმა კარიერა დაიწყო ბაქოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობით 2000 წელს. 2003 წელს შეუერთდა დელოიტის აუდიტისა და საკონსულტაციო განყოფილებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები KPMG-ში (რუსეთი),  Moore Stephens CIS-სა და RSM-ში (საქართველო), რომლებიც თავის მხრივ მუშაობდნენ ფინანსურ ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, სავაჭრო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში. 


ჩინგიზ აბდულაევი სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შეურთდა 2014 წელს და დაიკავა ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2016 წლის 13 იანვარს კი დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად.



პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება სამი აღმასრულებელი დირექტორისგან:


დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შაჰინ მამმადოვი დირექტორთა საბჭოს წევრი: გოგა ჯაფარიძე


დირექტორთა საბჭოს წევრი: ჩინგიზ აბდულაევი.


პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up