ჟურნალ Entrepreneur საიტის პრეზენტაციას პაშა ბანკი  დააფინანსებს

ჟურნალ Entrepreneur საიტის პრეზენტაციას პაშა ბანკი დააფინანსებს

access_time2019-06-12 11:45:51


 

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“,  ჟურნალ Entrepreneur-ის ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგება. ღონისძიებას სპოსნორობას პაშა ბანკი გაუწევს.

 

პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გამოსული ნომრების რესპოდენტები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები დაესწრებიან.



„ცნობილია მერიკული გამოცემა Entrepreneur წელიწადზე მეტია საქართველოში გამოდის და უკვე იქცა ქართველი ანტრეპრენერების და ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანების ფავორიტ გამოცემად. 2 თვეა, რაც სატესტორე ჟიმში მუშაობს ვებპლატფორმ აwww.entrepreneur.ge, რომლის საშუალებითაც, კიდევ უფრო გავზარდეთ და მომავალშიც გავზრდით Entrepreneur-ის ერთგულ მკითხველთა აუდიტორიას.


მოხარული ვარ, რომ პაშა ბანკიმ ხარს უჭერს საქართველოში ანტრეპრენერშიპის იდეის პოპულარიზაციას და თანამშრომლობს ანტრეპრენერებისთვის საინტერესო თემებზე რეგულარული ღონისძიებების და აქტუალური დისკუსიების მხარდაჭერის მიმართულებით. იმედია, ამ ტიპის თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ, „Entrepreneur საქართველოს“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა.



“წელს პაშა ბანკმა განაახლა სერვის მოდელი და ახლა ჩვენი საბანკო მომსახურებით სარგებლობას, როგორც მსხვილი დასაშუალო, ისე - მცირე საწარმოები შეძლებენ, რომლებსაც აქვთ ერთმილიონლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს. გვაქვს სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ ანტრეპრენერებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ საპრეზენტაციო ღონისძიების სპონსორობა. ვთვლით, რომ ჟურნალი ანტრეპრენერი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და გამოცდილებას აწვდის დაინტერესებულ პირებს და ეხმარება მათ განვითარებაში.” - განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ.


პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.


ჟურნალი Entrepreneur ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან გამოდის. ქართული გამოცემა ადგილობრივი ანტრეპრენერებისთვის პოზიტიური ინსპირაციის, საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის წყაროა.


(R)

 



თეგები:
პაშა ბანკი



პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up