პაშა ბანკი ფორუმის “ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“ სპონსორია

პაშა ბანკი ფორუმის “ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“ სპონსორია

access_time2016-04-11 11:01:02

პაშა ბანკმა 2016 წლის 8 აპრილს ტექნოპარკში გამართულ ბიზნეს ფორუმს „ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“ გაუწია სპონსორობა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ქართულმა კომპანიებმა ბოლო დროის საინტერესო და წარმატებით განხორციელებული პროექტები წარუდგინეს.

 

პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ ისეთ ღონისძიებას დაუჭირა მხარი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას.

 

ბიზნეს ფორუმი მსოფლიო ბანკის, ჟურნალ Business Georgia-სა და GITA-ს (Georgia's Innovation and Technology Agency) ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინოვაციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ბიზნესში, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და გადასადგმელი ნაბიჯები. 

 

„მუდმივი ინოვაცია ბიზნეს გარემოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი ხელშეწყობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, როგორც ფორუმის სპონსორებს, წვლილი შეგვეტანა ამ პროცესში,“ - აღნიშნა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, გოგა ჯაფარიძემ. 

 

ფორუმზე მსოფლიო ბანკის სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ბნ-მა უვე დეიჩმანმა აუდიტორიას 2016 წლის მსოფლიოს განვითარების ანგარიში წარუდგინა, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების გავლენის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ ანალიზს ემყარებოდა. 


 

ფორუმზე ინოვაციურ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს  ვისოლ ჯგუფის, ჯეოსელის, ეი-სი-თის, თიბისი ბანკის და სხვა კომპანიების წარმომადგენლებმა.


ბიზნეს ფორუმს კომერციული, სახელმწიფო და დიპლომატიური სექტორების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო.  

 

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 5 მილიარდ აშშ დოლარს. 

 

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს. 

 

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15. 




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up