დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების  მე-16 კონგრესს სპონსორობას პაშა ბანკი გაუწევს

დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების მე-16 კონგრესს სპონსორობას პაშა ბანკი გაუწევს

access_time2019-06-11 11:53:37



პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება.


აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის პროფესიონალებს აერთიანებს. პაშა ბანკი, როგორც ოფიციალური პარტნიორი, მეორედ დაუჭერს მხარს ობლიგაციების კონგრესს.



პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებსკორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.




წელს ღონისძიებას ორასამდე მონაწილე ეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან. 45 მათგანი კონფერენციაზე სპიკერის სტატუსით წარდგება. კონგრესზე განსახილველ მთავარ საკითხებს შორისიქნება: ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი; დსთ-ს და კავკასიის მაკროეკონომიკური ტრენდები; დსთ-ს და კავკასიის ევრო ობლიგაციების ბაზარი; სპეციალური სესიები ფიქსირებულ შემოსავლიან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.



დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.


(R)


თეგები:
პაშა ბანკი



თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა
access_time2020-02-27 14:00:54
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.   „პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში.  4%-ის შემთხვევაში დაავადება...

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“
access_time2020-02-27 13:05:43
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს...

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “
access_time2020-02-27 12:05:22
ფარმაცევტული კომპანიები პირბადეების და ანტისეპტიკური გელების შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ. როგორც „კომერსანტს“  PSP-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები  ერთი თვეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამენ, რომ 2-3 დღეში პირბადეებით ქსელები მომარაგდება. „ახლა მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს,ყოველდღიურ რეჟიმში მიდის პროცესი.რაც შეეხება ფასს, ბოლო დღემდე ჩვენთან ერთი ცალი პირბადე 15 თეთრი ღირდა და...

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს
access_time2020-02-27 11:52:49
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაცია შესაბამისს ფასსში მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი...

გიორგი გახარია - ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს

გიორგი გახარია - ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს
access_time2020-02-27 10:13:23
ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. „აქტიურად...


მსგავსი სიახლეები

up