პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ.
სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციად განისაზღვრა თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შევსება -ჩაბარების კონტროლის, შენახვის, მონიტორინგის, საჯაროობისა და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, რასაც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს.
საკანონმდებლო ინიციატივები კი, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.