პარტიების ეკონომიკური პროგრამები ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს

პარტიების ეკონომიკური პროგრამები ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს

person access_time2016-07-29 17:30:49

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა. როგორც დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, კითხვაზე რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას?


გამოკითხულთა უმრავლესობა - 41%- აცხადებს, რომ პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა, 14%-ს მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 11%-ს პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 9%-ს პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან, ხოლო 8%-ს პარტიის პოზიცია საგარეო საკითხებან დაკავშირებით.


რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩვენები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა უმრავლესობა 38%-პასუხობს, რომ  არ იცის. „ქართული ოცნებას“  გამოკითხულთა 17% უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობს“ - 13%, პაატა ბურჭულაძის პარტიას „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4%, „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი - 3%-ია, ამ კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს 14%, არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს 5%, ხოლო სხვა პარტიებს 7%.



გამოკითხულთა დიდი ნაწილი 67% აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო 33% არა. ამასთან უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებში. NDI-ის კვლევის მიხედვით, 57%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, 33%-მა კი იცის, ვის დაუჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის ჭარბობენ ახალგაზრდები. ყველაზე დიდი მაჩვენებელი 64%, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის აძლევს ხმას, 18-დან 35-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. 54% არის 36-დან 55 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო 52% 56 წელს ზემოთ ასაკობრივ  კატეგორიაში.


მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემისას ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა, ამ დრომდე პარტიების ნაწილს, მათ შორის სახელისუფლებო პარტიას, არც საკუთარი საარჩევნო პროგრამა და არც ეკონომიკური ნაწილი არ გამოუქვეყნებია.


ამ დროისთვის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი გამოქვეყნებული აქვთ: „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, „თავისუფალ დემოკრატებს“,  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.

 

დღეს გამოქვეყნებული კვლევა NDI-ის დაკვეთით  ორგანიზაცია CRRC-საქართველო ჩაატარა. საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში 4113  ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,1%-ია




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up