პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

access_time2021-09-15 15:00:00

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები.


როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში სახალხო დამცველი უნდა მონაწილეობდეს.


„ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ავთენტურობაზე, ან არა ავთენტურობაზე, თუმცა, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე. „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც, რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელდასამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.


მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას.



„ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციაში, მათ შორის, განცხადებებში, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად წარმოაჩინეს ამ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. აშკარაა რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება.


ერთის მხრივ, მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. მეორეს მხრივ, კი საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები“,-აღნიშნავს ლილუაშვილი.


შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.


IPN.GE







ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up