პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

access_time2019-11-16 20:14:30

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციაზე იმყოფებიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, დაშლას არ აპირებენ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მთავარი მოთხოვნები.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

ამასთან, აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა „სირცხვილიას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.


„არანაირი ცვლილება არ მომხდარა. მთავარი ამბავი არის ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოეწყოს გრძელვადიანი აქციისთვის. დაემატოს კარვები, გათბობის საშუალებები. ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის, რომელიც პირველი ტესტი უნდა იყოს იმისა, თუ რამდენი ვართ მზად ბრძოლისთვის და მტერს გამოვსტაცოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალ, 15:00 საათი არის ყველაზე მთავარი დრო, როცა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უნდა დავიწყოთ. დღეს დილით პოლიციამ შეგვაჯანჯღარა, კლანჭები გამოაჩინეს, როგორც ჩანს არაფრის დათმობას არ აპირებენ“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

პარლამენტის წინ საავტომობილო გზა შემოსაზღვრულია ბარიკადებით, სადაც აქციის მონაწილეებმა გათბობის საშუალებად რკინის კასრები და შეშა მოიმარაგეს. ამის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს დაიწყო.


IPN 

თეგები:
აქცია



საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up