საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. პოზიციების შეჯერების შემდეგ დოკუმენტი დარეგისტრირდება, მერე კი საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.
ორივე მხარე თანხმდება, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს კონვენციით დაცულ მუხლებზე. ამ საკითხზე შეხვედრას პირველად ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მმართველ გუნდს ასევე წარმოადგენენ ანრი ოხანაშვილი და შალვა პაპუაშვილი.
19-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ამნისტია შარლ მიშელის მიერ წარდგენილი შეთანხმების ნაწილია.
imedinews.ge