პარლამენტში, თემატური მოკვლევის ჯგუფი, კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას იკვლევს

პარლამენტში, თემატური მოკვლევის ჯგუფი, კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას იკვლევს

access_time2021-12-06 23:30:00

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს პირველი ზეპირი მოსმენა გამართა საკითხზე: „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


თემატური ჯგუფის წევრები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები წერილობით წარმოადგინეს.


„კოვიდპანდემიამ ჯანდაცვის კუთხით შექმნილი პრობლემების გარდა, სოციალური პრობლემების წინაშეც დაგვაყენა. აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრს აკეთებს, რათა სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მოსახლეობისთვის ეს ტვირთი შეემსუბუქებინა, მაგრამ სირთულის მასშტაბიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმარისი არაა. თუმცა, არსებული რესურსების უფრო ეფექტურად მართვის შემთხვევაში, შეიძლება უფრო მეტი სარგებელი ყოფილიყო. მოკვლევის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გავაანალიზოთ პანდემიის ფონზე არსებულმა პროგრამებმა რა გავლენა იქონიეს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და რა ეფექტი მივიღეთ იმ დანახარჯებით, რაც გაიცა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით სერგეენკოს შეფასებით, თემატური მოკვლევის სახით, რომლის ფარგლებშიც უნდა შეისწავლონ, თუ რამდენად ეფექტიანი იყო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული მართვის გეგმა პანდემიის პერიოდში, რამდენად მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური უკუგება ჰქონდა მას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ერთ-ემნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.



„ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო სექტორთან. დღევანდელი შეხვედრის ამოცანას როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათთვის წინასწარ გაზიარებული მონაცემების, კითხვების ანალიზი და ურთიერთშეჯერება წარმოადგენს. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნათელი და მკაფიო შედეგების მისაღებად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.


თემატური მოკვლევის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებმა არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს მათი მოსაზრებები და შეფასებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.


თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული არიან როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, აღმასრულებელი რგოლი როგორც ცენტრალური, ასევე, თვითმმართველობის დონეზე.


თემატური მოკვლევის ჯგუფი მორიგ ზეპირ მოსმენას თვითმართველობის წარმომადგენლებთან, პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელებთან გეგმავს, ვინც თემატურად უშუალოდ ჩართული არიან კოვიდის პირობებში მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებში.


ამ პროცესის შედეგად, ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up