პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის განხილვას ბიზნესომბუდსმენი ეხმაურება

პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის განხილვას ბიზნესომბუდსმენი ეხმაურება

access_time2018-02-05 17:53:59

საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები და მათ საშუალება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დააფიქსირონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მიმდინარე განხილვებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ასევე, გავმართეთ აქტიური კონსულტაციები საქართველოში მოქმედ ბიზნეს- ასოციაციებთან. 


ბიზნეს-სექტორი მიესალმება და მხარს უჭერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალი სტანდარტის პროდუქციის, თუ სერვისების წარმოებას უკავშირდება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ბიზნესის და ბიზნესის სფეროში დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია - ცხადი რეგულაციების შემუშავების, გაურკვევლობებისა და ბიზნესის საქმიანობის რაიმე სახით ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით.



კანონპროექტის უკანასკნელი ვერსიიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს შემდეგი რეკომენდაციები:



სანქციების ოდენობა - სანქციების ოდენობა და კომბინაცია უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, რაც ხელს შეუწყობს კანონპროექტის ეფექტურობას. სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს.




კანონის ამოქმედების ვადები - კანონპროექტის, ისევე როგორც მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების ამოქმედების ვადები უნდა განისაზღვროს გონივრულად, რათა ბიზნესს მიეცეს ადეკვატური დრო გაეცნოს ახალ რეგულაციებს/რეგლამენტებს და თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ვალდებულებებთან. რა თქმა უნდა გასათვალისწინელებელია მძიმე, მავნე, საშიში და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებთან მიმართებაში მისი სწრაფად ამოქმედების მნიშვნელობა.



დამსაქმებლის და დასაქმებულის პასუხისმგებლობა - მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დასაქმებულის ბრალეულობით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) შემთხვევის დადგომისას, არ დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.



ადმინისტრირების და კანონის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა - დაზუსტებას მოითხოვს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა და დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება. მნიშვნელოვანია, კანონით განისაზღვროს რეგისტრაციას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ეს იქნება პირადი სახის მონაცემები.



სახელმწიფოს თანამონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ დაგეგმარებაში - საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სიმცირის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პროფესიული გადამზადების კუთხით პროგრამების არსებობა, რათა რიგ საწარმოებს არ გაუჭირდეთ შიდა შრომის უსაფრთხოების სისტემის კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს.



ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მზაობას ფართო და გამჭირვალე სადისკუსიო ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით.


„კომერსანტი“ 



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up